» » მეცნიერებმა გამოაქვეყნეს თუ რას გრძნობს ადამიანის სხეული, როდესაც სიკვდილი უახლოვდება

მეცნიერებმა გამოაქვეყნეს თუ რას გრძნობს ადამიანის სხეული, როდესაც სიკვდილი უახლოვდება

29 июль 2019, Понедельник
159
0

საინტერესოა, რას განიცდის ადამიანი სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე. ამბობენ, ამ დროს მათ გარდაცვლილი ახლობლები ეცხადებიან და იმქვეყნად წასვლას ამცნობენ, იხმობენ თავისთან და ხელს უწვდიანო. გარდაცვალებამდე არსებულ შეგრძნებებს დიდი ხანია, იკვლევს ეზოთერიკოსი, ბატონი ვალერი. როგორც ის ამბობს, სიკვდილი ორი ტიპისაა. ადამიანის თვალი ბევრ რამეს აფიქსირებს გარდაცვალებამდე და მისი სმენა ყველაფერს იგებს მაშინაც კი, როცა გული ჩერდება.
ვალერი:  სულის არსებობისა და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის რწმენა სულ უფრო და უფრო მტკიცდება. ამ თემაზე ეზოთერიკოსები და მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ, იკვლევენ ფაქტებს, აკეთებენ ანალიზს, ესაუბრებიან იმქვეყნად მყოფ ადამიანებს. მართალია, ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ, ახლაც უამრავი ადამიანი მოიძებნება, ვინც ამტკიცებს, კლინიკური სიკვდილი მქონდა, გვირაბი გავიარე და ბოლოში სინათლე დავინახეო. შეუძლებელია, ისინი ტყუოდნენ, თანაც, ბევრის ნათქვამი ერთმანეთს ემთხვევა. საიქიოს არსებობაში დღეს ეჭვი აღარავის ეპარება. კლინიკური სიკვდილი ადამიანებს ძირითადად ექსტრემალურ სიტუაციებში ემართებათ და, მათი თქმით, იმქვეყნად ბევრი რამ ნახეს, იხილეს გარდაცვლილი ახლობლები, ნათესავები, ბოლოს კი რაღაც ძალამ ისინი ისევ ამქვეყნად მოაბრუნა. თუმცა, ვერავინ ხსნის, რა არის სიკვდილისწინა გამოცდილება. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ამერიკელმა მეცნიერმაც სცადა ამ მისტიკური მოვლენისთვის ფარდის ახდა და წლები შეალია ამ ფაქტების კვლევა-ძიებას. მისი მტკიცებით, არსებობს მექანიზმი, რომლის წყალობითაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე მოვლენას ეჯახებიან.
– ბოლო დროს, ერთ-ერთმა ამერიკელმა ეზოთერიკოსმა და მეცნიერმა განაცხადა, რომ სიკვდილი ორი ტიპისაა და, გარდასახვა ამქვეყნიდან იმქვეყნად, ანუ საიქიოში, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს. ამის შესახებ თუ ხართ ინფორმირებული?
– რასაკვირველია, ინფორმირებული ვარ და აგიხსნით კიდეც, რას ნიშნავს ორი ტიპის სიკვდილი. მოკლედ, სიკვდილის ორ ტიპს განასხვავებენ. პირველია, ეგრეთ წოდებული კლინიკური სიკვდილი, ანუ, როცა განსაზღვრული დროის განმავლობაში ჯერ კიდევ შესაძლებელია სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა, მეორე კი, მისი მომდევნო – ბიოლოგიური სიკვდილია, როცა ორგანიზმში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები და წყდება უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიური პროცესი. უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან, ვინც იცის, რომ დაინტერესებული ვარ მსგავსი ფაქტებით და მიყვებიან თავიანთი უცნაური გარდასახვის შესახებ ამქვეყნიდან იმქვეყნად. ერთმა ისიც კი მითხრა, ამნაირ რამეებს ცრურწმენად მივიჩნევდი, მეგონა, როცა ამბობდნენ, რამდენიმე დღე მეძინა, იმქვეყნიური სამოთხე ვნახე და გარდაცვლილებს ვესაუბრე, იტყუებოდნენ.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან