» » რა ეწერა „SMS“-ში, რომელიც ნინა წკრიალაშვილს მისმა მეორე ქმარმა გარდაცვალებამდე 3 წუთით ადრე გაუგზავნა

რა ეწერა „SMS“-ში, რომელიც ნინა წკრიალაშვილს მისმა მეორე ქმარმა გარდაცვალებამდე 3 წუთით ადრე გაუგზავნა

16 апрель 2019, Вторник
533
0

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“, მის მეორე ქორწინებაზე ისაუბრა.

ამბობს, რომ უკვე ყოფილი მეუღლე თენგო ძალიან უყვარდა. სამწუხაროდ, ის ავტოავარიას ემსხვერპლა.


„მიფიქრია კიდეც, რატომ შევხვდით საერთოდ ერთმანეთს თუ ამხელა ტკივილი უნდა გადამეტანა. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამხელა სიყვარული განვიცადე. შემდეგ გარდაიცვალა და ხვდებით, რამხელა ტკივილი განვიცადე?!“,-ამბობს ნინა წკრიალაშვილი.


წკრიალაშვილმა, სვანეთში, სასტუმრო „თეთნულდში“ მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა, რა დროსაც მისმა მეუღლემ ნინაზე იძალადა:


„სოსო თოფურიძემ, მე, ნეკა სებისკვერაძეს, ლელას გვაჩუქა კონცერტის შემდეგ ყვავილები.


ყველა ვცხოვრობდით სასტუმრო „თეთნულდში“.


როცა დავიძინეთ, ძილის დროს მეგონა რაღაც დაინგრა ოთახში, დამარტყა. ძილში დამარტყა. საცოდავმა თენგომ (მისი ყოფილი ქმარი) იეჭვიანა სოსო თოფურიძეზე. ისე ვიჩხუბეთ, რომ ... ნაჩნიკი ჩავარტყი... მკლავდა ...


ბევრი კარგი თვისება და ღირსება ჰქონდა, მაგრამ პათოლოგიური ეჭვიანი იყო“


ნინას ყოფილი მეუღლე ტრაგიკულად, ავტოავარიაში დაიღუპა. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვალებამდე 3 წუთით ადრე, მან ნინას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა: „მიყვარხარ მთელი ცხოვრება და ცხოვრების მერეც“.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან