» » "ამ წუთებში ლერმონტოვის ქუჩაზე სახლი იწვის" - ვიდეო სოციალური ქსელიდან

"ამ წუთებში ლერმონტოვის ქუჩაზე სახლი იწვის" - ვიდეო სოციალური ქსელიდან

22 март 2019, Пятница
379
0

ბათუმში, ლერმონტოვის 80 ნომერში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ხანძარი ბარაკის ტიპის სახლს გაუჩნდა. 

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია იყო თუ არა სახლში ვინმე. .

ბათუმში, ლერმონტოვის 80 ნომერში, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურებულია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ერთი მსუბუქად დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სახლში მყოფ მეორე პირს კი სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. დაშავებული 76 წლის მამაკაცია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება.

თვითმხილველების ინფორმაციით, გაქირავებულ სახლში ხანძრის გაჩენამდე ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გარეთ გამოსვლა მოასწრეს. ასევე, თვითმხილველები ყვებიან, რომ ხანძარი სავარაუდოდ სანთლიდან გაჩნდა, რადგან ბინაში ელექტროენერგია მდგმურებს არ ჰქონდათ. 

ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა, ცეცხლის შედეგად ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან