PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
ვაკო ნაცვლიშვილი მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე ინფორმაციას აქვეყნებს
იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე სოციალურ ქსელში წერს:
“მთელი დღეა, თავს ვიკავებ, თბილისის მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე დავწერო.

...მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ მერიის ცბიერი სტრატეგია მუშაობს; მეტროს მემანქანის ხელფასს ხან სასწრაფო დახმარების მუშაკისას ადარებენ, ხან ბიბლიოთეკარის. ამიტომ უნდა ითქვას.

დავიწყოთ ზუსტი მონაცემებით. მერის მოადგილეებმა 2016 წელს სამსახურებრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის სახით მიიღეს დაახლოებით 72-72 ათასი ლარი. საშუალოდ – თვეში 6 ათასი ლარი.

ცოტა ნაკლებია სამსახურის უფროსების ანაზღაურება. მაგალითად, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა 2016 წელს დაახლოებით 64 ათასი ლარი მიიღო. საშუალოდ – თვეში 5,300 ლარი. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში დასაქმებული ადამიანების ხელფასი საშუალოდ 2100 ლარია; ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა საშუალო ხელფასი – 2400 ლარი.

ახლა 2018 წელი. საკრებულოს დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, 2018 წელს, მერის პირველი მოადგილის ხელფასი არის თვეში 6300 ლარი, ხოლო მოადგილეების – 6150 ლარი; მერიის ადმინისტრაციის უფროსსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს 5000 ლარი აქვთ, მერის აპარატის სამსახურის ხელმძღვანელებს – 3500 ლარი; უფროსი სპეციალისტების ხელფასი 1900-2800 ლარს შორის მერყეობს; უმცროსი სპეცილისტისა, როგორც წესი, 1200 ლარია. ეს ხელფასები არ მოიცავს პრემიებსა და დანამატებს. ეგ გადასამოწმებელია.

მეტროს მმართველი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის ხელფასი ერთ თვეზე ცოტა მეტ პერიოდში, როგორც უკვე ითქვა, 13 ათასს ლარს აღემატება. კომპანია სხვა თანამშრომელთა ხელფასებს არ ასაჯაროებს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, თბილისის მერიის ხელფასებს აღემატება”, – წერს ვაკო ნაცვლიშვილი. წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
05 июнь 0 1 687
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно