» » ნინას და გიორგი შელეგიას ურთიერთობის ახალი დეტალები
loading...

ნინას და გიორგი შელეგიას ურთიერთობის ახალი დეტალები

17 апрель 2019, Среда
1 471
0

ნინამ თავისი ინტიმური კადრების შემცველი ვიდეოს გამავრცელებლის ვინაობა გაასაჯაროვა. მან გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პირდაპირ ამხილა გიორგი შელეგია, მეტსახელად „ძიაძია“. წკრიალაშვილმა ვრცლად მოყვა შელეგიასთან რომანის დეტალები. ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ სთხოვდა 20 წლით უფროსი პარტნიორი შვილის გაჩენას. „ზურგის ტვინით ვგრძნობდი, რომ ამ კაცისგან შვილი არ უნდა გამეჩინა. ჩვენი ურთიერთობიდან ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ ვიღაცა ქალმა გაუჩინა შვილი. ჩემთან თავი იმართლა - „გამიჩალიჩესო“. მერე ჩავთვალე, რომ გულწრფელად ნანობდა ამ ყველაფერს და ვაპატიე. მაგრამ ისევ ტყუილებში გამხვია“ - გადაცემაში ყვებოდა ნინა. 

მომღერალმა მადლობა გადაუხადა კიბერდანაშაულის დეპარტამენტს, რომლებმაც თვითონ აღძრეს საქმე. ნინამ იქვე აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ემუქრება და მისმა მეგობარმა უთხრა კიდეც, სიურპრიზებს ელოდეო. „აქვე ვიტყვი, თუ რამე დამემართება, იცოდეთ, ვისი ბრალია. არ მეშინია, ვარ 1000 პროცენტით მართალი. მან არა მხოლოდ ამ ვიდეოს გავრცელებით, მანამდეც დაარღვია ჩემი უფლებები. მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“ - თქვა წკრიალაშვილმა შოუში.

ნინას „პრაიმტაიმმა“ გავრცელებულ ჭორზე კითხა.

- ნინა, ამბობენ, რომ შენ გიორგი შელეგიას ზურგს უკან დასცინოდი, მან ეს გაიგო და უკან წაგართვა ყველა ნაჩუქარი ნივთი.

- რა სისულელეა. ტიპს იმხელა პატივს ვცემდი, ისეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა... მიღალატა, ბავშვი გააჩენინა სხვას, მატყუა, ვაპატიე ერთხელ, მერე კიდევ უფრო გამბერა ტყუილებით. დასაცინი რა ჰქონდა. მამენტ იყო, მაგრამ არ დამიცინია. მეუბნებოდნენ, იმიტომ ხარ მასთან მდიდარიაო, მე კიდევ ყველას ვპასუხობდი, რომ პირველად ვარ ბედნიერი და გვერდით მყავს ნამდვილი კაცი-მეთქი. ასე რომ, ეგ ჭორი სისულელეა. скачать dle 12.1
loading...
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან