» » “სირცხვილია…” – „დიდი ბოდიში, მაგრამ მეგობრებიდან წავშალე…“

“სირცხვილია…” – „დიდი ბოდიში, მაგრამ მეგობრებიდან წავშალე…“

21 март 2019, Четверг
448
0

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა მაია ორჯონიკიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის დედა “ფეისბუქის” მეგობრებიდან, სალომე ზურაბიშვილისადმი გადახდილი მადლობის გამო წაშალა.

“დიდი ბოდიში, მაგრამ მეგობრებიდან წავშალე ხატია ბუნიათიშვილის დედა, რომელიც მადლობებად დაიღვარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ – მისი ხატიასთვის ესოდენ სასიამოვნო “სიურპრიზის” გაკეთების გამო. რაც არ უნდა კარგი პიანისტი იყო, თუ შენი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ სუბიექტური ხასიათის გარემოებებზეა დამოკიდებული – სამშობლო კი არა,სულ სხვა რამ გყვარებია.

ამაზე მეტის თქმა ზედმეტია, ისედაც ყველაფერი ნათელია – მუდამ 
“გამარჯვებული” რომ უყვართ – აი, ის ხალხი… რა სირცხვილია….”, – წერს ორჯონიკიძე “ფეისბუქის” გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “დიდი ხანია ფერი იცვალა-გაიხსენეთ გასული საპრეზიდენტო არჩევნები,გამქრალი რომ იყო და არსად ჩანდა. მიშაზე ყოფილა დაბოღმილი თურმე ნუ იტყვით.
და სამშობლომ რა დააშავა, ასეც რომ იყოს?!”

19 მარტს ფრანგული რადიოს ეთერში, სტეფან ბერნის გადაცემაში მიწვეული იყო პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

გადაცემის წამყვანმა ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი წარადგინა და ისაუბრა მის შემოქმედებაზე.

გადაცემის ავტორებმა ქართველ პიანისტს სიურპრიზი მოუმზადეს და გადაცემაში ჩართეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა ხატია ბუნიათიშვილის შემოქმედება ევროპაში ქართული კულტურის წარმატების შესანიშნავ მაგალითად შეაფასა და მას წარმატებები უსურვა.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან