PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია

ყველამ იცის, რომ დღეში 6-8 ჭიქა წყლის დალევა აუცილებელია, მაგრამ ბევრი 2 ჭიქაზე მეტს არ მიირთმევს. ოპტიმალური ჰიდრატაციისთვის მამაკაცებმა 12 ჭიქა წაყალი უნდა დალიონ, ქალებმა კი - 9 ჭიქა. რა თქმა უნდა, ეს საშუალო მაჩვენებელი გახლავთ.  საკუთარი ორგანიზმი თავად მიგახვედრებთ, იღებთ თუ არა საკმარის წყალს:

მუქი ყვითელი შარდი
...
მუქი ყვითელი შარდი ხშირად წყლის უკმარისობის პირველი ნიშანია. ჯანმრთელი ადამიანის შარდი ღია ქარვისფერი უნდა იყოს.

როცა ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით არ იღებს წყალს, თირკმელი უფრო მაღალი კონცენტრაციით გამოყოფს 
ნარჩენებს, მათ შორის სისხლის მკვდარ უჯრედებს, ტოქსინებს, ცილებსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს. სწორედ ამის მიზეზია, რომ შარდი უფრო მუქი ხდება.

მუქი შარდი შეიძლება მედიკამენტების ან სხვადასხვა პროდუქტის ბრალიც იყოს: ჭარხალი, სატაცური, მოცვი, საკვების საღებავები. ასე რომ, თუ შარდის სიმუქე შეამჩნიეთ, ჯერ გაიხსენეთ, რა მიირთვით. თუ ეს არც მედიკამენტების და არც პროდუქტის ბრალი არ არის, ესე იგი მეტი წყალი უნდა დალიოთ. თუ შარდი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს მუქ ფერს, ესე იგი ორგანიზმი განგაშის სიგნალს გაძლევთ და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

შემცირებული შარდვა

უმრავლესობა 24 საათის განმავლობაში 6-7-ჯერ შარდავს. თუ ცოტა წყალს სვამთ, ორგანიზმს არ დარჩება სითხის საჭირო რაოდენობა გამოდევნილის შესავსებად, რაც მის გაუწყლოებას გამოიწვევს. თუ დღეში ექვსზე ნაკლებჯერ შარდავთ, ყურადღება მიაქციეთ რამდენ წყალს მიირთმევთ და თუ აუცილებელია, მეტი დალიეთ.

შეკრულობა

გაუწყლოება შეკრულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და მას ხშირად სწორედ წყლის სმით მკურნალობენ. თუ თქვენს ორგანიზმს აკლია წყალი ის შეეცდება შეიწოვოს საჭირო სითხე საიდანაც კი მოახერხებს, მათ შორის სწორნაწლავიდანაც.
მსხვილნაწლავში საკმარისი სითხე მნიშვნელოვანია ადვილი დეფეკაციისთვის. ბუნებრივია, რომ გაუწყლოება და სიმშრალე ამაგრებს ფეკალურ მასას და აძნელებს ამ პროცესს. 
შეკრულობა შეიძლება, ასევე, ფიზიკური აქტივობის, ჰიპოთირეოზის, ნაწლავების ანთებისა და დისბაქტერიოზის შედეგიც იყოს.

მშრალი კანი და მკვეთრი ნაოჭები

სანამ ფულს ნაოჭების საწინააღმდეგო ძვირფას საშუალებებში დახარჯავთ, შეამოწმეთ, თქვენს ორგანიზმს წყალი ხომ არ აკლია. წყლის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ანთებითი პროცესი, სიწითლე, ქავილი. შეიძლება კანზე ნახეთქებიც კი გაჩნდეს. როცა კანს წყალი აკლია, ნაოჭები უფრო მკვეთრი ხდება.

შიმშილი და ზედმეტი წონა

ჩვენი ორგანიზმი საოცრად ჭკვიანია, თუმცა ერთი "ხარვეზი" მაინც აქვს - ის ვერ ასხვავებს შიმშილსა და წყურვილს და ხშირად ერევა ერთმანეთში, ამტომ შეიძლება შიმშილის სიგნალი მიიღოთ მაშინ, როცა სინამდვილეში თქვენს ორგანიზმა სწყურია. ამ დროს, ცხადია, ჭამას იწყებთ, რაც ზედმეტი წონის მიზეზი ხდება.

ასე რომ, თუ უცაბედად შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და შეიცადეთ 10-15 წუთი. თუ ისევ გრძნობთ შიმშილს, ესე იგი ნამდვილად უნდა დანაყრდეთ.

წყურვილი და პირის სიმშრალე

წყურვილის გრძნობა უკვე ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია. პირის სიმშრალე ხშირად წყლის უკმარისობის შედეგია და მიუთითებს, რომ ორგანიზმის ლორწოვან გარსს წყალი სჭირდება. წყურვილის მოკვლისა და პირის სიმშრალისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა დღის განმავლობაში საკმარისი წყლის დალევაა.

თავის ტკივილი

თუ ცოტა წყალს სვამთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზმი ცდილობს ყველა ქსოვილიდან მიიღოს წყალი, შედეგად, ტვინის ქსოვილიც კარგავს სითხეს და იკუმშება. ამ დროს აქტივირდება ტკივილის რეცეპტორები, თქვენ კი თავის ტკივილს გრძნობთ. ასევე, სითხის უკმარისობის დროს მცირდება სისხლის მოცულობა და ჟანგბადის რაოდენობა. ამის პასუხად, ფართოვდება ტვინის სისხლძარღვები და ტკივილი ძლიერდება.

დაღლილობა

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საშუალო დონის გაუწყლოებამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, მოთენთილობა, ენერგიის დაქვეითება.
გაუწყლოების დროს მცირდება სისხლის მოცულობა და მას მეტი მუშაობა უწევს იმისთვის, რომ ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მთელ სხეულში გადაანაწილოს. ასე რომ, როცა დაღლილობას და მოთენთილობას იგრძნობთ, კარგი იქნება, თუ გასამხნევებლად ყავის ნაცვლად წყალს მიირთმევთ.

წყალს ვერაფერი შეგიცვლით, ვერც ყავა და ჩაი, ვერც გაზიანი სასმელები.

ტკივილი სახსრებში

წყალი საპოხ ნივთიერებასავით მოქმედებს სახსრებზე. როცა ორგანიზმი საჭირო რაოდენობით ვერ იღებს წყალს, სახსრები განიცდის კვების დეფიციტს, რაც ხრტილოვანი უჯრედების დაზიანების მიზეზი ხდება.

სუსტი იმუნური სისტემა

ორგანიზმის გაუწყლოებისას სისხლში ტოქსინების კონცენტრაცია იზრდება, რამაც შეიძლება იმუნური სისტემის დასუსტება გამოიწვიოს.

წყლის მიწოდების ოპტიმალურ რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების გვერდითი ეფექტების ლიკვიდაციისთვის და იმუნურ სისტემას ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება. скачать dle 12.1
loading...

loading...
10 июнь 0 329
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно