PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
ჩინური ოჯახი აზიურ დათვს ორი წლის განმავლობაში ძაღლად ზრდიდა
2 წლის წინ, როდესაც სუ იუნმა სახლში ლეკვი მოიყვანა, იგი გაოგნებული დარჩა ძაღლის მადით.
"იგი ყოველდღე ჭამდა ხილის ერთ ყუთს და 2 ქვაბ მაკარონს" - განაცხადა სუ იუნმა ჩინურ მედიასთან საუბრისას.

...აღმოჩნდა, რომ ძაღლის არანორმალურ მადას მიზეზი ჰქონია: ლეკვი 2 წელიწადში 115 კილოგრამიან დათვად გადაიქცა.

ოჯახმა საკუთარი შეცდომა მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ცხოველმა ზრდა არ შეწყვიტა და ორ ფეხზე სიარულის ნიჭიც გამოავლინა.

"რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო ემსგავსებოდა დათვს. დათვების ცოტათი მეშინია" - განაცხადა მის იუნმა იუნანის პროვინციის ქალაქ კუნმინგის ახლო სოფლის მაცხოვრებელმა. ცხოველი გადაშენების პირას მყოფი აზიური შავი დათვი აღმოჩნდა. მისი ფასი შავ ბაზარზე რამდენიმე ათასი ფუნტია.

ოჯახმა ცხოველი 2016 წელს შვებულების დროს შეიძინა, როგორც ტიბეტური მასტიფის ლეკვი.

ამ პროვინციაში ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ადამიანი ძაღლის მაგივრად სინამდვილეში დათვს ზრდიდა. მარტში დაფიქსირდა შემთხვევა, რომელშიც მამაკაცი დათვს ზრდიდა იმის შემდეგ, რაც ის ტყეში მარტო მოხეტიელე იპოვა და თავიდან მაწანწალა ძაღლი ეგონა. წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
12 июнь 0 854
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно