PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე

ამ ფოტოების გადაღებისას უბედურებას არაფერი მოასწავებდა, თუმცა...
  • კოსმოსური შატლ „ჩელენჯერის“ ეკიპაჟის ბოლო გზა, 1986 წლის 28 იანვარი. „ჩელენჯერი“ 73 წამის შემდეგ დაიმსხვრევა. ეკიპაჟის შვიდივე წევრი დაიღუპა.
  •  
  • ექთანი მაინგა ნ'სეკა 1976 წელს ებოლას ციებ-ცხელებისას. ექთანი დასნებოვნდა და ამ ფოტოს გადაღების შემდეგ მალევე დაიღუპა.
  • ფოტოგრაფმა რობერტ ლანდსბურგმა ვულკან წმინდა ელენეს (სენტ-ჰელენსი) 1980 წლის 18 მაისის ამოფრქვევისას ფერფლის კედელი გადაიღო. ფოტოგრაფი დაიღუპა, მაგრამ ფირები სხეულით დაფარა.
  • RIRA-ს ტერაქტი ომაში (ჩრდილოეთ ირლანდია), 1998 წლის 15 აგვისტო. დაიღუპა 29 ადამიანი, 220-ზე მეტი დაიჭრა. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი და ბავშვი გადარჩნენ, ფოტოგრაფი დაიღუპა.
  • უილიამ „დეივ“ სანდერსი - მასწავლებელი, რომელმაც 1999 წლის 20 აპრილს „კოლუმბაინის“ სკოლაში მასობრივი ჟლეტის დროს კაფეტერიიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა და გადაარჩინა. თავად მკერდში 2 ტყვია მიიღო და დაიღუპა.
  • დეივ ჰოლიმ თავისი მეუღლისა და 4 წლის გოგონას უკანასკნელი ფოტო გადაიღო. ისინი რეის MH17-ის ბორტზე, უკრაინის ტერიტორიაზე დაიღუპნენ.
  • ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიარეისს FH-227-ის ბოლო ფოტო. თვითმფრინავი 1972 წლის 13 ოქტომბერს ანდებში დაიღუპა. 45 მგზავრიდან 27 გადარჩა. მათ გარდაცვლილთა შეჭმა მოუწიათ. 72 დღის შემდეგ მაშველებმა ცოცხალი მხოლოდ 16 ადამიანი აღმოაჩინეს.
  • რობერტ ოვერაკერმა გადაწყვიტა ნიაგარის ჩანჩქერიდან წყლის თხილამურებით გადმომხტარიყო. გარკვეულ დროს პარაშუტი უნდა გახსნილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი ფოტოზე.
  • ვიდეორეგისტრატორის კადრები: კომპანია TransAsia Airways-ის რეისი 235 კატასტროფით დასრულდა. ტაიბეი (ტაივანი), თვითმფრინავი აფრენიდან 3,5 წუთში ჩამოვარდა. 58 მგზავრიდან მხოლოდ თხუთმეტი გადარჩა.
  • ჟილ ლეკლერი და მარიანა ლაბანანი - მათ სელფი პარიზულ კლუბ Bataclan-ში გადაიღეს, სადაც Eagles of Death Metal-ის კონცერტი უნდა გამართულიყო. მაგრამ კლუბში შეიარაღებული ხალხი შემოვარდა და სროლა დაიწყო. ჟილი დაიღუპა, მარიანა გადარჩა.
  • ამ საოჯახო ფოტოზე 20 წლის აიანო ტოკუმასო (წითელში) მოხვდა კადრში. წამის შემდეგ ის თავის მოკვლის მიზნით ნიაგარას ჩანჩქერში გადაეშვება.
  • გორილა ჰარამბეს სიცოცხლის ბოლო წამები. 2016 წელს ცინცინატის ზოოპარკის ვოლიერში ჩავარდნილი ბავშვის გადასარჩენად გორილა მოკლეს.
  • ფრიდაივერი ნიკოლას მევოლი თავისი ბოლო ჩაყვინთვის შემდეგ. ის რეკორდის დამყარებას შეეცადა - 72 მეტრზე, ლასტებისა და დამატებითი ჟანგბადის გარეშე, ერთი ჩასუნთქვით ჩაყვინთა. ამოყვინთვის შემდეგ მან ხელით ნიშანი „ოკ“ გააკეთა, რის შემდეგაც გრძნობა დაკარგა და იმავე დღეს გარდაიცვალა.
  • უესტ მილფორდმა ეს ფოტო ნიუ-ჯერსიში ლაშქრობისას გადაიღო. მას ფოტოზე გამოსახული დათვი თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად მილფორდი დაიღუპა.
  • 14 წლის კიტ სეპსფორდი სიდნეიდან იაპონიაში გადამფრენი თვითმფრინავის შასიზე დაიმალა. მოყვარული ფოტოგრაფი ჯონ გილსპინი თავის ახალ ობიექტივს ცდიდა და კიტის 60 მეტრი სიმაღლიდან ვარდნა შემთხვევით გადაიღო.
  • წყარო
скачать dle 12.1
loading...

loading...
12 июнь 0 3 529
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно