PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
რომელი ზოდიაქოს ნიშნების ეშინიათ ადამიანებს ყველაზე მეტად? – 6 ნიშანი

1. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს დანარჩენები ყველაზე მეტად უფრთხიან. ისინი ძალიან ძლიერები და საიდუმლოებით მოცულნი არიან. წინასწარ არასოდეს იცით, თქვენს ამა თუ იმ სიტყვაზე, ამა თუ იმ ქმედებაზე როგორი რეაქცია ექნებათ.

მოულოდნელად შეიძლება „აფეთქდნენ“, თავს საშინელი რისხვა დაგატეხონ და თან ისე, რომ ერთ სიტყვასაც ვერ ეტყვით. არსებობს მომენტები, როცა მორიელ ნაცნობთან რაღაც საქმე გაქვთ, მაგრამ უბრალოდ ვერ ბედავთ მისვლას, რადგანაც გეშიანიათ მისი რეაქციის. მის გვერდით მშვიდად ყოფნა შეუძლებელია.

2. კურო - კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც შიშის ზარს სცემს ადამიანებს. ის უკან არასოდეს იხევს, წარმოუდგენლად ჯიუტია, არ იცის შებრალება და შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს სასურველის მისაღებად. მაშინაც კი, თუ ცდება, არაფერს დაგითმობთ და შეცდომას არ აღიარებს, ამიტომ ადამიანებს მასთან ურთიერთობა აშინებთ. კუროს არ შეუძლია სხვის აზრს პატივის სცეს. გაჯიუტებული და გაბრაზებული კუროს გვერდით ყოფნას არავის ვურჩევთ. უბრალოდ, რაც შეიძლება შორს უნდა გაიქცეთ მისგან.

3. ლომი - ლომი საშიშია მაშინ, როცა თვითონ მოისურვებს რომ ადამიანებს ეშინოდეთ მისი. მას სჯერა საკუთარი მსოფლხედვის, იდეების, საკუთარი თავის. ადამიანებს სურთ, რომ ჰგავდნენ ლომს, მაგრამ ამავდროულად, ეშინიათ მისი. ლომები თავდაჯერებულები არიან და იციან საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებით მისი იმ ადამიანებს ეშინიათ, რომლებსაც დაუცველობის განცდა სტანჯავთ და არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები.

4. ქალწული - ცოდნა შეიძლება სხვებს აშინებდეს და რადგანაც ქალწულმა ყველაფერი იცის, ამიტომაც მისი დანარჩენებს ეშინიათ. ისინი ზოგჯერ სხვებს სულელებად მიიჩნევენ. ქალწული გრძნობს, რომ მისი ეშინიათ და ეს სულაც არ მოსწონს, მაგრამ ყოველივე აბსოლუტურად ბუნებრივად ხდება. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები კონკურენტულები არიან, მათ ყველანაირი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. შესაბამისად, მათთან ბრძოლა არავის სურს, რადგანაც ეშიანიათ მისი ცოდნისა და ძალის და ამიტომ გაურბიან.

5. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები უემოციოები არიან და ძალიან ცივი, გრძნობების არმქონე ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რაც დანარჩენებს ძალიან აშინებთ. მერწყულები ამავდროულად ინტელექტუალები არიან და არ იჩენენ პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის მსგავასად მაღალ საფეხურზე არ დგანან. მისი ერთი გამოხედვაც კი საკმარისია, რომ დაუყოვნებლივ შეუსრულოთ ბრძანება. თუმცა რეალურად, ეს ყველაფერი მხოლოდ ფასადურია და თუ შეძლებთ და მერწყულის გარშემო აღმართულ კედლებს დაარღვევთ, ნახავთ რომ ის სულაც არაა საშიში და სინამდვილეში, მოსიყვარულე და თბილი ნატურაა.

6. ვერძი - ვერძს შეუძლია დიდხანს შეინარჩუნოს სიმშვიდე, თუმცა თუ მაინც გააგრძელებთ მისთვის არასასიამოვნო ნაბიჯების გადადგმას, მსოფლიოში ყველაზე სასტიკი გახდება და ამქვეყნად ყველაზე მეტად მისი შეგეშინდებათ. გეტყვით ისეთ სიტყვებს, რომლებსაც ვერასოდეს დაივიწყებთ. მისი გაბრაზება არასოდეს დაგავიწყდებათ და მომავალში ვერძთან ურთიერთობისას შიში შეგიპყრობთ. წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
12 июнь 0 577
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно