» » ცოლმა ხელოვნური განაყოფიერების დროს მალულად გამოიყენა საყვარლის სპერმა რაც შემდეგ მოხდა ,,

ცოლმა ხელოვნური განაყოფიერების დროს მალულად გამოიყენა საყვარლის სპერმა რაც შემდეგ მოხდა ,,

23 март 2019, Суббота
548
0

მოსკოვში მცხოვრები მაქსიმ ანოხინი არც კი ეჭვობდა, რომ თავისი ბიჭი არ იყო მისი ბიოლოგიური შვილი. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ცოლს გაშორდა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლით ადრე ქალმა ხელოვნური განაყოფიერებისთვის ბიომასალად სხვა მამაკაცის სპერმა გამოიყენა. 

მაქსიმ ანოხინი დიდი ხანი ოცნებობდა მამობაზე. 10 წლის მანძილზე არ დგებოდა სასურველი ორსულობა. წყვილმა მიაკითხა კერძო კლინიკას, რომელიც სპეციალიზირებული იყო ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით. პირველი 8 მცდელობა უშედეგო იყო, მაგრამ შემდგომი ცდა წარმატებით დასრულდა - ქალი დაორსულდა. წყვილს გაუჩნდა ნანატრი ვაჟი. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ, ქმარმა
გაიგო, რომ სხვის შვილს ზრდიდა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ცოლმა უთხრა, რომ ბავშვის ნამდვილი მამა მისი საყვარელი იყო. 
სიმართლე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მამისთვის. მან გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა გაეგო სიმართლე კლინიკისგან. "როგორ მოხდა, რომ ექიმებმა მსგავსი რამ ჩაიდინეს", -ამბობს ის. 




აღმოჩნდა, რომ მაქსიმის ცოლმა თვითონ მოინდომა, რომ შვილის ბიოლოგიური მამა თავისი საყვარელი ყოფილიყო. ამაში კი მხარი დაუჭირა კლინიკამ. 
აი, ასეთი ამბებიც ხდება. ექსპერტიზამ გააკეთა დნმ-ის ანალიზი და აღმოჩნდა, რომ მაქსიმი მართლაც არ იყო ბავშვის ბიოლოგიური მამა. სამართლიანობის აღსადგენად, მამაკაცმა სასამართლოში უჩივლა კლინიკას და დავაც მოიგო. კლინიკამ ექსკლიენტს მორალური და ფინანსური კომპენსაციის სახით ნახევარი მილიონი რუბლი გადაუხადა. მაქსიმმა უკვე პირადი ცხოვრებაც მოიწყო. მოიყვანა ცოლი და ახლახან გახდა მამა. მისი ყოფილი ცოლი და საყვარელი კი ერთად ცხოვრობენ და ზრდიან შვილს. ანოხინს სურს, რომ მალე მიეცეს დავიწყებას მისი ისტორია, თუმცა განქორწინების დროს მოხდა ქონებრივი დავა და ახლაც უხდის ექსცოლს უხდის დარჩენილ ვალს.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან