PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
10 გრძნობა, რომლითაც მანიპულატორები თამაშობენ! (10 ფოტო)


მანიპულატორები – არიან ადამიანები, რომლებიც განზრახ, თუ უნებლიედ სარგებლობენ ჩვენი შიშებით, სურვილებითა თუ სხვა გრძნობებით. მაგრამ ყველაზე ცუდია, როდესაც ისინი თამაშობენ ისეთი სათუთი გრძნობებით, როგორიცაა – სიყვარული, იმედი, რწმენა, მადლიერება.
ჩვენ გთავაზობთ მანიპულაციის რამოდენიმე შემთხვევას და ამასთანავე მათგან თავდაცვის მეთოდებს.

...
დანაშაულის გრძნობა



დანაშაულის განცდის ქვეშ მყოფი ადამიანი მზადაა, რომ აგინაზღაუროთ მიყენებული ზარალი. სწორედ ეს სჭირდებათ მანიპულატორებს – გაგრძნობინოთ თავი დამნაშავედ.

რატომ ხართ დამნაშავე? ბევრს ხომ არ იღებთ საკუთარ თავზე? სხვა ადამიანის ემოციურ განწყობაზე თქვენ არ გაკისრიათ არანაირი პასუხისმგებლობა. მისი რეაქცია – მისი არჩევანია. მაშინაც კი, თუ თქვენ რაიმე ჩაიდინეთ არასწორად, გულწრფელად მოიხადეთ ბოდიში და არ მისცეთ მანიპულატორს საშუალება, რომ გმართოთ.





ღირსების დაკარგვის შიში



მანიპულატორი ხშირად პროვოცირებას ახდენს არა მხოლოდ პირდაპირი სარგებლობისთვის, არამედ იმისთვისაც, რო დაიკმაყოფილოს თავმოყვარეობა , იგრძნოს ძალაუფლება ან თუნდაც გაერთოს. ასეთ შემთხვევაში მის მსხვერპლად იქცევიან თავის თავში დაურწმუნებელი ადამიანები, ვისაც აქვთ დაბალი თვითშეფასება.

პირველ რიგში დაფიქრდით, საჭიროა კი ამის გაკეთება? არ წამოეგეოთ არანაირ პროვოკაციას – თქვენ ხართ ისეთი, როგორიც ხართ და არ ხართ ყოვლისშემძლე და ამაში სასირცხვილო არაფერია. არ ღირს გარისკვა საეჭვო იმიჯის შესაქმნელად. 




ვინმეს წინაშე ვალში ყოფნის განცდა



ვალდებულებაზე ხაზგასმის ზეწოლით განსაკუთრებით სარგებლობენ ახლობელი ადამიანები და მეგობრები. სწორედ ეს ადამიანები მანიპულერებენ თქვენით და გირთულებენ ცხოვრებას.

მნიშვნელოვანია, რომ ნათლად გვქონდეს გააზრებული ჩვენი შესაძლებლობების საზღვერები. დიახ, ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, თუნდაც ეს ჩვენთვის ზიანის მომტანი იყოს. ძნელია უარი ვუთხრათ ძვირფას ადამიანებს , მაგრამ შეიძლება კომპრომისის გამონახვა და ვითარების გადაწყვეტა ისე, რომ არ უღალატოთ თქვენს ინტერესებს.





შიში იმისა, რომ იქნები უარყოფილი



პარტნიორის გამუდმებული შანტაჟი. მუდმივად შეხსენება იმისა, რომ უნდა დაამტკიცოს სიყვარული და შეასრულოს დანაპირები. მანიპულატორი თამაშობს მსხვერპლის როლს.

სიყვარულის ყიდვა შეგვიძლია მხოლოდ სიყვარულით. მას ვერ ვიყიდით მატერიალური სარგებლობისთვის და ვერც მუდმივი მომსახურებით. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ გულწრფელ სიყვარულს და მეგობრობას.





მადლიერების განცდა



მადლიერების განცდაზე შუძლიათ ითამაშონ დაუსრულებლად და ყოველ ხელსაყრელ მომენტში შეგახსენონ, თუ რა გაუკეთებიათ მათ შენთვის. მრავალი მანიპულატორი შეგნებულად თუ გაუაზრებლად სარგებლობს ამით.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამა თუ იმ თხოვნის შესრულება, ვალდებული არ ხართ გააკეთოთ. მოძებნეთ თქვენთვის კომფორტული გზა მეგობრული ვალის დასაბრუნებლად და არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას.




შეცოდების განცდა



ფოტო 6. მარცხენა კაცი – რამდენი სამუშაო მაქვს. სახლშიც რემონტი… შუა კაცი – შემიძლია დაგეხმარო? მარჯვენა კაცი – ჩემს მაგივრად იმუშავებ?

არიან ადამიანები, ვინც სარგებლობს სხვისი კეთილი გულით და თანაგრძნობის უნარით. ხშირად, მათი საქმეები არც ისე ცუდად მიდის, მაგრამ ჩვევაში აქვთ მუდმივად წუწუნი და ითხოვენ სხვისგან დახმარებას.

შეაქეთ მანიპულატორი. თუ ის შეეცდება, რომ წუწუნით თავი შეგაცოდოთ, თუ როგორ წვალობს და იტანჯება, უთხარით მას, რომ ის ძალიან ნიჭიერია, გჯერათ მისი და ამ სიტუაციას კარგად გაართმევს თავს. უთხარით ეს გულწრფელად და თქვენ არა მარტო შეწყვეტთ მისი მანიპულაციის მცდელობას, არამედ დატოვებთ მასზე დადებით შთაბეჭდილებას.





მარტოობის შიში



ბევრი ითმენს და იტანს უხეში და არასასურველი ადამიანის გვერდით ყოფნას მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო დარჩენის ეშინია. მანიპულატორი პერიოდულად ურტყავს ასეთი ადამიანის დაქვეითებულ თვითშეფასებას და უფრო მეტად უმყარებს განცდას, რომ სხვისთვის უსარგებლოა და უღრმავებს მარტო დარჩენის შიშს.

გიყვარდეთ, პატივი ეცით და გჯეროდეთ საკუთარი თავის. მხოლოდ ასე შეგიძლიათ შეაფასოთ სხვების დამოკიდებულება თქვენდამი და დაძლიოთ მარტოობის შიში.





სირცხვილი


სირცხვილი – ეს არის მტანჯველი განცდა, რომ არასრულფასოვნეიბ ვართ ან ჩავიდინეთ რაიმე არასწორი ქმედება. ადამიანი ყველაფრისთვის მზადაა, რომ გაექცეს ამ უსიამოვნო განცდას, მაინპულატორი კი ამ მდგომარეობას სათავისოდ გამოიყენებს.

თუ გამუდმებით ცდილობენ, რომ შეგარცხვინონ, იყავით ფრთხილად. თუნდაც შეცდომა დაუშვით – ხომ შესაძლებელია მისი გამოსწორება და ბოდიშის მოხდა? თქვენ არ უნდა გრცხვენოდეთ, რომ ვერ გაამართლეთ ვინმეს იმედი. თქვენი სირცხვილის განცდა სჭირდებათ მხოლოდ მანიპულატორებს თქვენს სამართავად.





იმედი



იმედით მანიპულირება. ის გიშენებთ ოქროს კოშკებს და გპირდებათ, რომ ყველაფერს შეცვლის უკეთესობისკენ, მაგრამ მისი სიტყვების მიზანია მხოლოდ მომენტალური სარგებელი – ფრაზა, რომლის მოსმენაც გინდათ.

ნუ დაუჯერებთ, სიტყვებს, გჯეროდეთ მხოლოდ რეალური მოქმედებების. განსაზღვრეთ კონკრეტული ვადები კონკრეტული მოთხოვნებისთვის. არ მისცეთ საშუალება ფუჭ იმედებს დაანგრიოს თქვენი მომავალი.




ქება-დიდება



როგორ მუშაობს ამ ტიპის მანიპულაცია – შეგვაქონ და გაგვაკეთებინონ ის, რაც თავად სურთ. კლასიკური მაგალითი ამისა არის იგავი ყვავზე და მელიაზე. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უწყინარი კომპლიმენტი, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა მიზანი აქვს.

სანამ ასეთ პროვოკაციას წამოეგებით, კარგად გაიაზრეთ თქვენი ინტერესები და შესაძლებლობები. საქებარ სიტყვებზე – ” ამას მხოლოდ შენ გაართმევ თავს” , უპასუხეთ – ”მადლობთ, რომ ჩემი იმედი გაქვთ. ეს სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს”
скачать dle 12.1
loading...

loading...
16 июнь 0 1 126
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно