» » ”სიკვდილისთვის განწირულმა ახალშობილმა ორი სხვა ჩვილი გადაარჩინა” – საოცარი ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ…
loading...

”სიკვდილისთვის განწირულმა ახალშობილმა ორი სხვა ჩვილი გადაარჩინა” – საოცარი ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ…

23 март 2019, Суббота
522
0

ჯერ კიდევ რამდენიმე წუთით ადრე კრისტა და დერეკ ლოვეტები ბედნიერი წყვილი იყო, რომელიც ოჯახში მატებას ელოდნენ, თუმცა სასტიკმა დიაგნოზმა მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქალი ორსულად იყო, ხოლო ექიმებმა დაადგინეს, რომ დედის მუცელში მყოფ გოგონას ანენცეფალი აქვს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გოგონა ტვინის ზოგიერთი უბნის გარეშე დაიბადებოდა. ექიმებმა წყვილს ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს, რადგან ასეთი ბავშვები იშვიათად ცხოვრობენ ნახევარ საათზე მეტ ხანს.



ახალგაზრდა წყვილი მძიმე არჩევნის წინაშე დადგნენ, თუმცა ამ გამოცდას ღირსეულად გაუძლეს. კრისტამ და დერეკმა გადაწყვიტეს ორსულობა ბოლომდე მიეყვანათ, რადგან ამ შემთხვევაში, მათი შვილი სხვა ბავშვების დახმარებას შეძლებდა.
როდესაც გოგონა დაიბადა, დერეფანში უკვე ისხდნენ მედიკოსები, რომლებიც მის ბოლო ამოსუნთქვას ელოდნენ. მაგრამ ახალშობილმა ყველა გააკვირვა და შვიდ დღეს იცოცხლა. ამის შემდეგ კი მისი გულის ნაწილები დონორობისთვის ამოკვეთეს და ფილტვები გამოსაკვლევად წაიღეს.
„ჩვენი რაილის წყალობით ორი სხვა ჩვილი თავის მშობლებთან იქნება, ეს ხომ ბედნიერებაა?“, -ამბობს გარდაცვლილი ჩვილის დედა, კრისტა დევისი.
ეს მისი მეორე ორსულობაა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. წინა შემთხვევაში მას მუცელი მოეშალა. ახალგაზრდა წყვილი ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა სხვა ბავშვების დახმარება გადაწყვიტეს. მათ იმედი აქვთ, რომ მომავალში ჯანმრთელი შვილის ყოლას შეძლებენ.


скачать dle 12.1
loading...
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან