» » კაცის თვალწინ მეუღლე და შვილი დაიღუპნენ.… თუმცა მალე მამაკაცს ორმაგი ბედნიერება ეწვია, ამან ყველა გააოცა

კაცის თვალწინ მეუღლე და შვილი დაიღუპნენ.… თუმცა მალე მამაკაცს ორმაგი ბედნიერება ეწვია, ამან ყველა გააოცა

25 апрель 2019, Четверг
505
0

მაიკი და ტრეისი იდეალური ცოლ-ქმარი იყვნენ. მათ ჰყავდათ ორი შესანიშნავი ბიჭუნა: ოსტინი და კანენი.
კათოლიკური შობისთვის ტრეისის მესამე ბიჭი უნდა გაეჩინა. ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. პატარას 24 დეკემბერს ელოდნენ. ტრეისი სამშობიარო სახლში მოათავსეს.
მაიკი მშობიარობას ესწრებოდა. ყველაფერი დაგეგმილად მიმდინარეობდა. უეცრად ტრეისი დასუსტდა, გული გაუჩერდა და სუნთქვა შეწყვიტა.
ექიმები ცდილობდნენ დაებრუნებინათ ტრეისი, მაგრამ ყოველი ცდა უშედეგო იყო. მაშინ ექიმებმა ბავშვის გადარჩენა გადაწყვიტეს. დედას საკეისრო კვეთა გაუკეთდა და ბავშვი ამოიყვანეს.

„არ მჯეროდა, რაც ხდებოდა ჩემ თვალწინ, ეს ყველაფერი კოშმარულ სიზმარს ჰგავდა… როდესაც ბავშვი დავინახე, კინაღამ გონება დავკარგე. ბავშვი ხმას არ იღებდა და არ მოძრაობდა. მეგონა, რომ ისიც დავკარგე…” – ჰყვება მამა.
მაგრამ როდესაც მამას ბავშვი ხელში დააჭერინეს, პატარამ ამოისუნთქა და დიდ ხმაზე იტირა! “ეს ნამდვილი სასწაული იყო! მაგრამ უფრო დიდი სასწაული რამდენიმე წუთში მოხდა. ტრეისის გული ამუშავდა!“ – იხსენებს მაიკი.
ტრეისს 4 წუთის განმავლობაში კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. ექიმებმა ვერაფრით ახსნეს გულის გაჩერების მიზეზი. „ჩვენთვის ეს ნამდვილი სასაწაულია. მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ ღმერთმა გადაარჩინა ჩემი ცოლ-შვილი“, – ამბობს მაიკი.
მას შემდეგ 3 წელი გავიდა. პატარა კოლტინი ჯანმრთელი და ხალისიანი ბავშვია და ახარებს თავის მშობლებს. მაიკი და ტრეისი მადლობას სწირავენ ღმერთს, რადგან მან გადაარჩინა ოჯახი ტრაგედიისგან.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან