» » ორმა კაცმა მცემა, შვილიც დამისახიჩრეს - რა მოხდა ვანში
loading...

ორმა კაცმა მცემა, შვილიც დამისახიჩრეს - რა მოხდა ვანში

27 апрель 2019, Суббота
179
0

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეონა მიქაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ამტკიცებს, რომ ორმა მამაკაცმა სასტიკად სცემა. პოსტის ავტორის თქმით, ნაცემია ასევე მისი შვილიც. 

თეონა მიქაძის თქმით ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზიც ძალადობა იყო, რომელსაც წლების განმავლობაში იტანდა. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უამრავი კომენტარი და რეაქცია მოჰყვა. 22 წლის ახალგაზრდას, ურჩიეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიემართა. როგორც დაშავებული ამბობს, მან პოლიციას დღეს მიმართა.

„ორმა კაცმა მცემა და დანიელიც დაასახიჩრეს დღეს. ამას იმიტო ვწერ რომ ვინმემ პასუხი აგებინოს სულით მოძალადე ხალხს. იცოდეთ როგორი კაცები არიან ვანში.

ყველამ შეხედეთ როგორაა დანიელი დასახიჩრებული, მერე ჩემი თავი და ხელები ნახეთ როგორ ვარ ორი კაცი ნ.გ და მისი მამა ს.გ და ასევე ერთი მაგათი შინაბერა ქალი ნ.გ ერთად რო მირტყამდა სამივე და მერე თქვით რომ ვინმე სადმე სამართალი არსებობს და ვანში კაცი არის დარჩენილი სადმე...“ - დაწერა მან

„პრაიმტაიმი“ საქმის დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.скачать dle 12.1
loading...
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან