» » 5 რამ, რაც მამაკაცს აუცილებლად სჭირდება, რათა თქვენს გვერდით ბედნიერი იყოს

5 რამ, რაც მამაკაცს აუცილებლად სჭირდება, რათა თქვენს გვერდით ბედნიერი იყოს

02 май 2019, Четверг
194
0

ალბათ, თითოეული ქალბატონი ერთხელ მაინც დაფიქრებულა, თუ რა სჭირდება მის საყვარელ მამაკაცს სრული ბედნიერებისთვის. სამწუხაროდ, ერთი უნივერსალური პასუხი არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე, კონკრეტული დეტალი, რომელიც მამაკაცს თავს ბედნიერად მხოლოდ იმიტომ აგრძნობინებს, რომ ის ურთიერთობაში სწორედ ასეთ ქალბატონთან იმყოფება.

 

1. მოქმედების თავისუფლება

 

ყველა მამაკაცი იმ მომენტზე ოცნებობს, როცა მეორე ნახევარი მისი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას თავს დაანებებს. სინამდვილეში პარტნიორის თითოეული ქმედების სკრუპულოზური შემოწმება მასში საშინელ დისკომფორტსა და დაძაბულობის შეგრძნებას იწვევს, მაშინაც კი, როცა ის ცუდს არაფერს სჩადის. ჯანსაღი ურთიერთობა გულისხმობს, რომ ორივე მათგანს თავისი, პირადი სივრცე და დრო უნდა ჰქონდეს, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მეგობრებისა და ნათესავებისთვის. შესაბამისად, მათ აქვთ უფლება ეს დრო ისე გაატარონ, რომ ერთმანეთის წინაშე “პატაკის” ჩაბარება არც ერთს მხარეს არ უწევდეს.

 
image
 

2. ჯანსაღი ეჭვიანობა

 

ეჭვიანობა – ჯანსაღი გრძნობაა და სრულებით ნორმალურია, თუკი ის თქვენში ადეკვატურ რეაქციას იწვევს. მსუბუქი ეჭვიანობა სინამდვილეში ურთიერთობას კვებავს, ხოლო ისტერიკებითა და სკანდალებით გამოწვეულ ეჭვიანობას, პირიქით, ურთიერთობა დასასრულისკენ მიჰყავს.

 
image
 

3. მხიარული საძინებელი ოთახი

 

ალბათ, აქ ბრჭყალების გახსნაც კი ზედმეტია, ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მამაკაცის ცხოვრებაში ამ პუნქტის აუცილებლობის საჭიროება.

 
image
 

4. გემრიელი საკვები

 

გემრიელი ვახშამი – იდეალური მიზეზია, გაემართოთ არა ბარში მეგობრებთან ერთად, არამედ წახვიდეთ საყვარელ მეუღლესთან, პირდაპირ სახლში. როგორც ამბობენ, გემრიელი საკვები, მამაკაცის გულისკენ მიმავალი ერთ- ერთი მთავარი გზაა.

 
image
 

5. ლამაზი მეუღლე

 

აქ, საუბარი არა პარტნიორის იდეალური სახის ნაკვთებსა და მის საუცხოო პარამეტრებზეა, არამედ აქცენტი საყვარელი ქალის მიმზიდველობასა და მის ქალურობაზე კეთდება, ეცადეთ იყოთ საკუთარი მეუღლისთვის სწორედ ასეთი ქალი და გვერდზე ის აღარასდროს გაიხედავს.

 
imageскачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან