» » რა ხდება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ამ წუთებში

რა ხდება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ამ წუთებში

24 март 2019, Воскресенье
256
0

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა, - ამის შესახებ ,,პირველს" შსს-ში, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადეს.

უწყების ცნობით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ამოწმებდნენ.


,,სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განუცხადეს ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან