PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
დილიდან სექსზე ვფიქრობდი, დღეში 5-ჯერ მქონდა და არ მყოფნიდა - 37 წლის ქალის აღიარება

არის თუ არა გადამეტებული სექსუალური ლტოლვა ფსიქოლოგიური დაავადება? სპეციალისტებს ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ და ის უფასო უნდა იყოს.
"გაღვიძებისთანავე სექსზე ვფიქრობდი, დღეში ხუთჯერ მქონდა სექსი, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა. ამან ცხოვრებაც დამინგრია - ჩემს მეუღლეს მუდმივად ვთხოვდი სექსს, რის გამოც ჩვენ დავშორდით კიდევაც," - აღიარა 37 წლის ბრიტანელმა რებეკამ ფსიქოლოგთან ინტერვიუში.

სექსის სურვილი რებეკასთვის მტანჯველ განცდათ იქცა. ამან იგი ფაქტიურად კარჩაკეტილ ადამიანად აქცია. იგი ამას ფარულ დეპრესიასა და ორგანიზმში სეროტონინის (ე.წ. "ბედნიერების ანუ კარგი ხასიათის ჰორმონი") ნაკლებობას აბრალებს.

"ჩემს ირგვლივ არსებულ ყველა საგანს ფიქრებით სექსამდე მივყავდი. საზოგადოებაშიც ფაქტიურად არ გავდიოდი, თავს უხერხულად ვგრძნობდი, მეგონა, რომ ისინი ჩემს ფიქრებს კითხულობდნენ, მეგონა ეს ლტოლვა სახეზე მეწერა და მრცხვენოდა," - ყვება რებეკა.



რებეკა სამი შვილის დედაა, თუმცა ამჟამად თავისი დაავადების გამო მარტოა. მის მეუღლეს თავიდან ეს სიამოვნებდა კიდევაც, თუმცა დროთა განმავლობაში ეს მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი გახდა. რებეკას დაუოკებელი სექსუალური ლტოლვის გამო მან ეჭვიანობაც კი დაიწყო - ხომ არ გაიჩინა მეუღლემ სხვა ადამიანი, რომელთანაც მისი არყოფნის დროს კავდებოდა სექსით.

საბოლოოდ ისინი დაშორდნენ. დეპრესიის ხარისხის მომატების გამო, რებეკამ გადაწყვიტა ფსიქოლოგისთვის მიემართა და ყველაფერი გულახდილად უამბო. ამჟამად მათი დახმარებით ქალი აბსოლუტურად განკურნებულია.

ანალოგიური პროცესი განვითარდა მეორე დაავადებულის, ამჯერად მამაკაცის - გრემის შემთხვევაშიც. მასაც დაუოკებელი ლტოლვა გააჩნდა და დაუკმაყოფილებლობის გამო თითქმის ყოველდღე ცოლს რამდენიმე ქალთან, მათ შორის ქუჩის მეძავებთანაც ღალატობდა.

____

ფსიქოლოგები "სექსუალურ დამოკიდებულებას" უწოდებენ "ნებისმიერ სექსუალურ აქტიურობას, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება". მათი მონაცემებით, უკანასკნელ პერიოდში ამ დაავადებით მომართვიანობა გაორმაგდა.

ანკეტური მონაცემებით, ამ დაავადებით მამაკაცები უფრო ავადდებიან - 2013 წელს ჩატარებული 21 100 ადამიანის გამოკითხვის შედეგების თანახმად, დაავადებულთა 81% მამაკაცია. მათ შორის ყველაზე მეტი - 31%, 26-35 წლისაა, 1%.

2019 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს "სექსუალურ ნიადაგზე წარმოშობილი ობსცესიურ-კომპულსიური გადახრა" ოფიციალურად შეიტანოს "დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის" ცნობარის ახალ გამოცემაში.
წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
06 июль 0 1 672
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно