» » ისრაელში საქართველოს კონსული განცხადებას ავრცელებს - ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს უპრეცედენტო ესკალაციაა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აშდოდსა და ,,,

ისრაელში საქართველოს კონსული განცხადებას ავრცელებს - ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს უპრეცედენტო ესკალაციაა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აშდოდსა და ,,,

05 май 2019, Воскресенье
265
0

უპრეცედენტო ესკალაციაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ახლა, ჩვენი საუბრის დროსაც, გრძელდება ესკალაცია და დაძაბულობა მატულობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს კონსულმა, ალეკო ჯიშკარიანმა განუცხადა.

კონსულის განცხადებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქებში აშდოდი და აშქელონი. მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გადაადგილება შეზღუდულია. შეზღუდვა ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, როგორც კონსული განმარტავს, „ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“.

ალეკო ჯიშკარიანის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ისრაელში გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათეულობით ადამიანი. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. დაძაბულობა ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში - ქალაქებში - აშდოდსა და აშქელონშია. ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება გარკვეულწილად შეზღუდულია, ქვეყნის სხვა ადგილებში გადაადგილება ჩვეულებრივად არის შესაძლებელი.

ეს უპრეცედენტო ესკალაციაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - ახლა, ჩვენი საუბრის დროსაც, გრძელდება ესკალაცია და დაძაბულობა მატულობს. აშდოდის მიმართულებით ღაზას სექტორიდან დაფიქსირდა სარაკეტო იერიში. ადგილობრივი მედიისა და შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, სულ გარდაცვლილია ხუთი და დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი“, - განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან