» » ახლა რასაც ვწერ ალბათ ნახევარი საქართველო წყევლითა და გინებით ამიკლებს, მაგრამ მაინც ვიტყვი სათქმელს სანდრა რულოვსის “ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესზე”.
loading...

ახლა რასაც ვწერ ალბათ ნახევარი საქართველო წყევლითა და გინებით ამიკლებს, მაგრამ მაინც ვიტყვი სათქმელს სანდრა რულოვსის “ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესზე”.

05 май 2019, Воскресенье
245
0

როდესაც ძლიერი ადამიანების დასამარცხებლად არ ჰყოფნით ძალა და კეთილგონიერება, მაშინ არარაობები იწყებენ ჭორების შეთხზვას. თანამედროვე საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირი – მერაბ კოსტავა გარდაიცვალა და დიდებული ზვიად გამსახურდიამ დიდი გულშემატკივარი, მეგობარი და თანამებრძოლი დაკარგა, ამ ტრაგედიის დროსაც არ დაინდეს ის და აუგორეს ჭორი, თითქოსდა: ზვიადმა მოაკვლევინა მერაბი, რომ მერაბს კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეეშალა ზვიადისთვის”, ასეთ ზნედაცემულ და აბსურდულ ჭორებს უგონებდნენ ამ გმირებს.
ამ ნაძირლებმა ბოლოს ზვიადიც მოინელეს და იმდენი ქნეს რომ საკუთარი მიწაც არ აღირსეს და ჩეჩნებმა გადაასვენეს გროზნოში მისი გვამი.
ეს ნაძირლები დღესაც ცოცხლები არიან და იგივე მეთოდებით წოვენ ქართველ ხალხს სისხლს! ამის ნათელი მაგალითია – საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლეზე, სანდრა რულოვსზე აგორებული ჭორები. თითქოს, სანდრა რულოვსი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა.
ეს ჭორები ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში, საარჩევნო ციებ-ცხელების დროს აუგორეს. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სპეცსამსახურები დროს, ფულს და ენერგიას არ ზოგავდნენ პირველი ლედის დისკრედიტაციის და სახელის გატეხვის საქმეში. რუსულმა პროპაგანდისტულმა რამოდენიმე არხმა, გაავრცელა ეს ჭორები და საქართველოში ოპოზიციურმა უგუნურებმა და ქვეყნის მტრებმაც სწრაფად აიტაცეს.
2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ. მათ ინტერესებში პირველივე დღიდან შედიოდა სააკაშვილის ეპოქის დასამარება. მათ ბრძოლა გამოუცხადეს ძველ რეჟიმს. რაც არ უნდა კომიკური იყოს, ახალმა ცოცხმა პირველივე მოსმაზს ჩაისვარა, როცა ვერც: სააკაშვილის ბენზინის 1 ლარი დააბრუნეს, ვერც გაზი და დენი გახადეს 5-10 თეთრი, ვერც მოპარული 19 მილიარდის მოპარვა დაამტკიცეს, ვერც აფხაზეთი და ოსეთი დაიბრუნეს, მითუმეტეს ერთი ემიგრანტიც ვერ დააბრუნეს და აგერ უკვე მეშვიდე წელია 100 ათასი აქციეს კიდევ ემიგრანტად.
სულ რამდენიმე წელიწადში დამტკიცდა, რომ ქართული ოცნების და მათი ტაშისდამკვრელების დაპირებებიც და აგორებული ჭორებიც – მწარე ტყუილი აღმოჩნდა.
2016 წელს, არჩევნების წინ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა კვლავ ააგორეს სანდრა რულოვსის წინააღმდეგ კამპანია და მას უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობა დააბრალეს. იგივე იმფორმაცია გაავრცელეს ქართულმა მედია საშუალებებმაც.
2012 წლის შემდეგ ქართველი მეოცნებები მათი სანაქებო პარტიის “ქართული ოცნების” უნიათობას აბრალებდნენ, რომ სანდრა რულოვსს არ წაუყენეს ბრალი. ეს ტაკისმასხარები და ჭორიკნები, უკვე უკრაინის უშიშროების უნიათობასაც ამტკიცებენ, რომ თურმე ისინიც ვერ ხდიან ფარდას რულოვსის კაცობრიობის წინააღმდეგ მოწყობილ ბიზნესს.
ვერც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროებამ, ვერც უკრაინის ძალოვანებმა, ვერც ევროპის უძლიერესმა აგენტურულმა ქსელმა და სამართალდამცავებმა ვერ დაამტკიცეს ეს დანაშაული, გარდა რამდენიმე რუსული გაზეთისა და ქოცხროვისა.
2018 წელია. არჩევნების წინ ქართული ოცნების 20 ლარიანი აგიტატორები, ხახვზე და კართოფილზე დახამებული აქტივისტები, ზონდერები და ფეისბუქ ტროლები ისევ იგივე ჭორს ატრიალებენ და შეცდომაში შეჰყავთ ხალხი. წარმოგიდგენიათ რა უსუსურები და ქვემძრომები არიან ეს უბედურები, რომ ისეთ ტყუილებს ავრცელებენ რისიც თვითონაც არ სჯერათ!?
არადა ასეთი ტყუილის ჭეშმარიტებაზე შვილებსაც კი დაიფიცებენ, ეს ადამინის სახე დაკარგული პირუტყვები. არანაირი განათლება, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და ჭკუა არ აქვთ თავში, თორემ ასეთი მაგრები რომ იყვნენ 20 ლარად კი არ არბეინებდა ქართული ოცნება კარდაკარ.
დღეს ამ ჭორების გავრცელება და ერთეულების მიერ სიმართლედ მიღება არ არის პრობლემა. პრობლემა ასეთი ჭორების გამავრცელებელი ნახირის არსებობაა ჩვენს საზოგადოებაში.
წყარო newpresa.comскачать dle 12.1
loading...
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან