PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...

loading...
გოგოს ერთი ნატვრა ჰქონდა - სიცოცხლის ბოლო წამებში საყვარელ ბიჭთან დაქორწინება მოესწრო (9 ფო

31 წლის ჰიზერ ლინდსეი ახალი წლის წინა დღეებში გარდაიცვალა. მძიმე დაავადებასთან უთანასწორო ბრძოლა, ექიმების ტრაგიკული დიაგნოზი და დიდი სიყვარული, რომელმაც რამდენიმე საათით მაინც დაამარცხა სიკვდილი!  
ჰიზერი და დევიდი 2015 წლის მაისში შეხვდნენ ერთმანეთს. ერთ წელიწადში უკვე უზომოდ შეყვარებულები სამომავლო გეგმებს ადგენდნენ. 
...დევიდი 2016 წლის დეკემბერში აპირებდა ჰიზერისთვის ხელის თხოვნას.
სწორედ ამ დროს შეიტყვეს ეს საშინელი დიაგნოზი - მკერდის კიბო!
მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში იყო გადასული, თუმცა ჰიზერი დანებებას არ აპირებდა - ის ქიმიოთერაპიის კურსს დასთანხმდა, ქორწილი კი გადაიდო გამოჯანმრთელებამდე...
მკურნალობის მიუხედავად, სიმსივნური უჯრედები ფილტვებსა და ტვინსაც მოედო. 
ეს დასასრული იყო!
და აი, სწორედ ამ დროს დევიდმა ჰიზერს ხელი სთხოვა - მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სურდათ, მოესწროთ ქორწილის ცერემონიალი, სანამ ჰიზერს ჯერ კიდევ შეეძლო სუნთქვა და ლაპარაკი.
თავიდან თარიღად 30 დეკემბერი შეარჩიეს. თუმცა ექიმებმა წყვილს ურჩიეს, მდგომარეობის გართულების გამო, თარიღი გადმოეწიათ.
საქორწინო კაბა, ჟანგბადის ნიღაბი, დაუჯერებელი ძალა ფიცის წარმოსათქმელად და გამარჯვების ნიშნად ცაში აპყრობილი ხელები - ასეთი ჰიზერი დარჩა ოჯახის წევრებისა და მეგობრებს მეხსიერებაში.
ქორწილი კონექტიკუტის (აშშ) წმინდა ფრანცისკეს კლინიკის სამლოცველოში გაიმართა.
ჰიზერის უკანასკნელი სიტყვები იყო: „სიკვდილო, მე შენი არ მეშინია, რადგან მე უზომოდ შეყვარებული ვარ!“

ქორწინებიდან 18 საათის შემდეგ ჰიზერი გარდაიცვალა... 







\
скачать dle 12.1
loading...

loading...
13 июль 0 900
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно