» » სასწრაფოდ: ამ წუთებში თავდასხმა მოხდა სანდრა რულოვსზე (იხ. ვიდეო)
loading...

სასწრაფოდ: ამ წუთებში თავდასხმა მოხდა სანდრა რულოვსზე (იხ. ვიდეო)

14 май 2019, Вторник
710
0

თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატზე - სანდრა რულოვსს "ქართული ოცნების" აგენტ პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ტელეკომპანია "ოდიში" მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, როდესაც "ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორები გამოჩნდნენ. მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლოდ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 
„ძალიან უხეშად მოვიდნენ გინებით, ქართულად მეგრულად. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ პატარა გადაღება გვქონდა. ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, დასდევდნენ. მერე ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ შეატყობინეთ პოლიციასთქო, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ახლა მოვიდნენ,რ ოცა ისინი უკვე წასულები არიან,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
ზუგდიდის პოლიციის უფროსის, ირაკლი ფაცაციას განცხადებით, უკვე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება. 

скачать dle 12.1
loading...
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან