10 შეცდომა, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ტელეფონის ელემენტს ვკლავთ! » საინტერესო სიახლეები PAPARACI.GE
PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
loading...
10 შეცდომა, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ტელეფონის ელემენტს ვკლავთ!

შესაძლოა, ლოგიკურად არ ჟღერს, მაგრამ მთელი ღამით მისი დამტენზე დატოვება მობილურ ტელეფონს აფუჭებს. დაუჯერეთ სპეციალისტებს, რომლებიც ამბობენ, რომ მობილურის მთელი ღამით სატენზე დატოვება ის სტრესულ მდგომარეობამდე მიჰყავს - დაახლოებით, 99-დან 100 პროცენტამდე დატენის შუალედში ელემენტი თავის რესურსს ბოლომდე იყენებს და დროთა განმავლობაში მისი ვადა იწურება. უმჯობესია, ტელეფონი დღის განმავლობაში დატენოთ


გამორთეთ არასაჭირო პროგრამები.
ალბათ, ისევე, როგორც ჩვენი უმეტესობა, თქვენც სარგებლობთ ტელეფონში უამრავი პროგრამით, რომელთაც დიდი რაოდენობით ენერგია მიაქვთ. Facebook ამის ნათელი მაგალითია, თუმცა, Windows და ანდროიდის ტელეფონები ახლა გვაძლევს საშუალებას, დეტალურად გავაკონტროლოთ, რომელ პროგრამას რამდენი ენერგია მიაქვს. შეამოწმეთ და როგორც კი შენიშნავთ, რომ თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვან პროგრამას დიდი ენერგია მიაქვს, თამამად წაშალეთ.
შეამცირეთ ეკრანის სიკაშკაშე.
ეკრანის ძლიერ სიკაშკაშეს ენერგიის დიდი რესურსი მიაქვს, ამიტომ სასურველია, ტელეფონი ავტოგანათებაზე დააყენოთ. ეს დაგეხმარებათ ელემენტის ხანგრძლივად შენარჩუნებაში.


გამორთეთ ვიბრაცია.
თუკი არ გსურთ, გარშემომყოფებს თქვენი არსებობა ხმამაღალი ზარით დაუმტკიცოთ, მაშინ ვიბრაცია საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ მას გაცილებით მეტი ენერგია მიაქვს, ვიდრე ზარს. თუკი საქმიან შეხვედრებზე ვიბრაციის რეჟიმის გარეშე თქვენი ყოფნა წარმოუდგენელია, მაშინ იქნებ ვიბრაციის ინტენსივობა შეამციროთ.
შეზღუდეთ ეკრანის განათების დრო.
საუბრის შემდეგ ეკრანის ავტომატურად გათიშვის ფუნქცია ყველა ტელეფონს არ აქვს და ხშირად ტელეფონი რამდენიმე წუთის განმავლობაში მაინც ანათებს. დაარეგულირეთ ეკრანის განათების დრო და მიხვდებით, რომ თქვენი ტელეფონის ელემენტი ძველებურად სწრაფად არ ჯდება.
გამორთეთ ბლუთუზი.
ბლუთუზი კიდევ ერთი სერიოზული მიზეზია იმისთვის, რომ ტელეფონის ელემენტი სწრაფად დაჯდეს. ასე რომ, თუკი ამ მოწყობილობით არ სარგებლობთ, გამორთეთ და დაზოგეთ ენერგია.
გამორთეთ GPS
ხშირად ეკრანზე „გამოვარდება“ შეტყობინება და გეკითხებათ, გსურთ თუ არა კონკრეტულმა პროგრამამ გააკონტროლოს თქვენი ადგილმდებარეობა? ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ თქვენი ტელეფონის ელემენტის რესურსი სწრაფად ამოიწუროს.

„დაამშვიდეთ“ ელექტრონული ფოსტა.
მუდმივად იყოთ ინფორმირებული ელექტრონულ ფოსტაზე 
შემოსული წერილების შესახებ, რა თქმა უნდა, მოსახერხებელია, განსაკუთრებით, თუკი ეს თქვენს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ განუწყვეტლივ ფოსტის შემოწმება ელემენტზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ „აიძულეთ“ ტელეფონი, შეამოწმოს ელექტრონული ფოსტა, მაგალითად, ყოველ ნახევარ საათში, ან შეგიძლიათ, მიღებული წერილის შესახებ შეტყობინება გამორთოთ და ფოსტა თავად შეამოწმოთ.
ნუ დატოვებთ ტელეფონს მზეზე.
თუკი თქვენი მობილური ტელეფონი დიდი რაოდენობით ინფორმაციას გადაამუშავებს, ალბათ, შენიშნავთ, რომ ის ხშირად ცხელდება. ეს შეიძლება მაშინაც შენიშნოთ, როდესაც ტელეფონს მზის სხივები ხვდება, მაგალითად, როდესაც მობილური მანქანაში დაგრჩებათ. ასეთ დროს ელემენტის რესურსი უფრო ინტენსიურად მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივ. ასე რომ, შეეცადეთ, ტელეფონი გრილ ადგილას გქონდეთ, თუკი ეს შესაძლებელია.
თუკი ზემომოყვანილი რჩევებიდან არცერთი არ გამოგადგათ და თქვენი მობილური ტელეფონის ელემენტი კვლავ სწრაფად ჯდება, მაშინ სასურველია, უფრო მაღალი სიმძლავრის ელემენტი შეიძინოთ.скачать dle 12.1
loading...

loading...
17 июль 0 141
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно