9 ნიშანი იმისა,რომ საპირისპირო სქესს მოწონხართ სოციალურ ქსელში მიმოწერის დროს » საინტერესო სიახლეები PAPARACI.GE
PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
loading...
9 ნიშანი იმისა,რომ საპირისპირო სქესს მოწონხართ სოციალურ ქსელში მიმოწერის დროს

ადამიანები სოციალურ ქსელში მინიმუმ კვირაში საშუალოდ 8 საათი იმყოფებიან.ასე, რომ დიდი შანსია, რომ ვირტუალური ურთიერთობა რომანტიულში გადაიზარდოს, ამასთანავე მთავარია ღირს გაერკვე კომუნიკაციის დროს რომელი ადამიანი არ არის გულგრილი შენს მიმართ და თუ თქვენც მოგწონთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ქვემოთ გაეცნობით მიმოწერის 9 ნიშანს, რაც მიანიშნებს, რომ საპირისპირო სქესს აშკარად მოწონხართ და თქვენთან ურთიერთობების გაღრმავება სურს.

ინიციატივა

image
ხშირ შემთხვევაში ადამიანი საუბრის ინიციატორია?როგორც შეხვალთ ქსელში მაშინვე გწერთ?მინიმუმ თქვენთან საუბარი სურს, მაქსიმუმ სპეციალურად ელის თქვენ გამოჩენას სოციალურ ქსელში, მოკლედ როგორც რეალურ ცხოვრებაშია:პაემანსაც ხომ ისე, უბრალოდ არავინ დაგინიშნავთ.
უკუსიტუაცია:უბრალოდ გპასუხობთ და საუბრის გაგრძელება აშკარად აღარ სურს.ნუ შეიქმნით ილუზიებს, რომ "საქმე აქვს და არ სცალია", მთელი დღის განმავლობაში ყოველთვის გამოძებნის დროს....

კორექტულობა და თავაზიანობა

image
კარგი ნიშანია, როდესაც თანამოსაუბრე მაქსიმალურად კორექტული და თავაზიანია, ცდილობს ერუდიცია გამოავლინოს, არ ისვრის გულგრილ ფრაზებს ვთქვათ "შენი საქმეა, როგორც გინდა", არ ხმარობს უცენზურო სიტყვებს, ყოველ შემთხვევაში პირველი მაინც, მოკლედ ცდილობს თქვენ თვალში კარგი გამოჩნდეს.

მიმოწერის სიხშირე და ხანგრძლივობა

image
რაღაც მომენტში ხვდები, რომ მიმოწერა რამდენიმე საათი გრძელდება, საუბარს იწყებთ საღამოს ერთი თემით და ამთავრებთ გამთენიისას სულ სხვა თემით.სიხშირე და ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ნიუანსია, საეჭვოა ვინემ ისე, უბრალოდ დაგითმოთ ამდენი დრო, ეს ნიშნავს, რომ ის თქვენს მიმართ გულგრილი არ არის.

სწრაფი პასუხი

imageუპასუხო მყისიერად არ არის ძნელი, თუ გინდა და სურვილი გაქვს, სწრაფი პასუხი იმას მიანიშნებს, რომ თანამოსაუბრე თქვენ მიმართ გულგრილი არ არის, თქვენ განსაკუთრებული ხართ მისთვის... ნუ დაიწყებთ გამამართლებელი საბუთის ძებნას იმაში, რომელიც საათობით, ან მთელი დღე-ღამე არ გპასუხობთ.

საუბრის შინაარსი

imageარ დაგავიწყდეთ საუბრის შინაარსი, იგი მარტო გატაცებით საუბრობს თავის პროფესიაზე და მისწრაფებებზე, არამედ დაინტერესებულია თქვენით, თქვენი ცხოვრებით, ჰობით, პროფესიით და ხალისით განავრცობს ამ თემას.ეს აშკარად კარგი ნიშანია..
უკუსიტუაცია:მოკლე და მშრალი პასუხები საუბრის დასასრულის სურვილს მიანიშნებს და ჩათვალეთ, რომ მხოლოდ ზრდილობის გამო გპასუხობთ.

ინტერესი თქვენს მიმართ

imageსიმპატიის შემთხვევაში ადამიანს სურს იცოდეს უფრო მეტი იმის შესახებ, ვინც მოსწონს, ასე, რომ რაღაც თემის დასასრულის შემდეგ ცდილობს გააგრძელოს საუბარი, ტრადიციულად ეს არის უცოდველი სტანდარტული კითხვა:დღეს რას აპირებ?რა გეგმები გაქვს? და ა.შ.

გულახდილობა

image


საუბრის დროს გულახდილად და გულწრფელად გიყვებათ საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, სევდიან თუ მხიარულ ამბებს, გამოხატავს თავის პოზიციას რაიმე საკითხის მიმართ, ამასთანვე არ ეშინია გამოავლინოს ოდნავ სენტიმენტალურობაც...შეგაქოს და გამოხატონ პატივიცემა.

მზრუნველობა და ყურადღება

imageროდესაც ინლაინ ურთიერთობა ძალიან გაიწელა, ეს არის მომენტი, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდეს.გრიპი გაქვთ? საწოლიდან ვერ დგებით?იქ კომპუტერის მეორე მხარეს მჯდომი ადამიანი მოხარული იქნება ონლაინ ურთიერთობა რეალურში გადაიყვანოს...მზადააა ლიმონით და ასპირინით ხელში თქვენთან გამოფრინდეს..მოკლედ უველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.

მოწონებები

imageრეგულარულად გიწერთ ლაიქებს ფოტოებზე, კომენტარებზე, მოწონს თქვენი გაზიარებული მასალები ან თვითონ აზიარებს.

და ბოლოს ყველაზე მთავარი

ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მყარი დასკვნა უნდა გამოიტანოთ ამ რჩევებით.არავითარ შემთხევაში, არ ჩავარდეთ ეიფორიაში და დააკვირდით სიტუაციას და მოვლენების განვითარებას, როგორც ამბობენ "ხალხი ჭრელია", კონკრეტული პირის ქცევის მოტივი შეიძლება სულ სხვა რამ იყოს(ან მომავალში სულ სხვა ხასიათი გამოავლინოს)...ასე რომ მთლად ნუ მიენდობით!скачать dle 12.1
loading...

loading...
17 июль 0 697
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно