» » ნათელმხილველები ამბობენ, ადამიანი რა რიცხვშიც იბადება მთელი ცხოვრება ისეთი აქვსო – შენ რა რიცხვში დაიბადე? ციფრი ჯერ დაწერეთ და შენდეგ ნახეთ პასუხი
loading...

ნათელმხილველები ამბობენ, ადამიანი რა რიცხვშიც იბადება მთელი ცხოვრება ისეთი აქვსო – შენ რა რიცხვში დაიბადე? ციფრი ჯერ დაწერეთ და შენდეგ ნახეთ პასუხი

18 май 2019, Суббота
2 120
0

1 – ეს შემოქმედებითი, კრეატიული, ორიგინალური და ძალზე დამოუკიდებელი ადამიანების ნიშანია. საკმაოდ ამბიციურები არიან და საოცნებო მიზნის მისაღწევად მზად არიან გარისკონ.

2 – ისინი ნებისმიერ თხოვნას არ დატოვებენ უყურადღებოდ. მშვენიერი პარტნიორები არიან ბიზნესისთვის. კარგი კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები არიან. 2-იანი მხატვრებისა და რომანტიკოსების საკრალური რიცხვი
3 – ამ რიცხვში იბადებიან შეუპოვარი ოპტიმისტები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და ისიამოვნონ ცხოვრებით. მათ გააჩნიათ ინტუიცია და იუმორის შესანიშნავი გრძნობა.

4 – ისინი პასუხისმგებელი, სერიოზული და საიმედო პიროვნებები არიან. მათ გააჩნიათ ბრწყინვალე საქმიანი რეპუტაცია. საკუთარი შრომით შეუძლიათ დააგროვონ სოლიდური ქონება.

5 – ძალიან კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარულები და უნივერსალური ადამიანები არიან. ხშირად ეს გენიოსების ციფრული ნიშანია. მათ იზიდავთ ყველაფერი იდუმალი, უცნაური და უცნობი.

6 – ეს სიყვარულისა და ურთიერთგაგების, პატიოსნებისა და ერთგულების, ოჯახისა და მეგობრობის ნიშანია. მათში ძლიერად არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. საკმაოდ ჯიუტები არიან.

7 – სიბრძნისა და გონების ნიშანია. ეს ადამიანები მზად არიან ყოველთვის ისწავლონ რაიმე ახალი და დაუკავშირონ საკუთარი ცხოვრება ინტელექტუალურ მოღვაწეობას. უყვართ განმარტოება.

8 – ნუმეროლოგიაში ეს ძალაუფლების, მფარველობისა და მმართველობის სიმბოლოა. ეს ადამიანები ხშირად პოულობენ საკუთარ მოწოდებას პოლიტიკაში და კომფორტულად გრძნობენ თავს. ასევე ეგოცენტრულები არიან და უყვართ როცა მათ აქებენ.

9 – ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური ნიშანია. თავგანწირული მეგობრები, რომანტიკული ცხოვრების მეგზურები, დაინტერესებული საქმიანი პარტნიორები არიან. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა – ხელგაშლილობა.

10 – ეს ადამიანები პირდაპირ მოქმედებენ, ერიდებიან რთულ გზებს, ყოველთვის ირჩევენ აშკარა და უტყუარ გზას. ისინი დიდი გულის პატრონები და პოპულარულები არიან მეგობრებს შორის.

11 – მატერიალური ფასეულობები მათ უკანასკნელ პლანზე აქვთ, ისინი, პირველ რიგში, ზრუნავენ საკუთარ სულზე. მათი აზრის მოსმენა ყურადღებით ღირს, რადგან მათი შინაგანი ინტუიცია გააჩნიათ.

12 – ამ რიცხვში დაბადებულებმა ერთიანისგან აიღეს ძლიერი ნებისყოფა, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და ულევი ენერგია. ორიანისგან კი – შინაგანი ჰარმონია, შესანიშნავი ორგანიზაციის ნიჭი და კომუნიკაბელურობა. „12“ – მთელი კაცობრიობის საკრალური რიცხვია.

13 – ამ ციფრული კოდის მატარებლები მთელი ცხოვრება მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. მათ ცხოვრებაში მუდმივად ხდება რაღაც ცვლილებები: როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურშიც.

14 – არ ეცადოთ რამეში შეზღუდოთ ისინი, თორემ სამუდამოდ გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. საკმაოდ ფიცხები არიან და სიბრაზეში ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს, თუმცა შემდეგ ნანობენ ამას.

15 – ბუნებისგან დაჯილდოებულები არიან უამრავი ნიჭით. ნებისმიერი სიძნელეები და პრობლემები გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვთ. ძალიან მგრძნობიარენი არიან და მცირე კრიტიკაზეც კი მტკივნეულად რეაგირებენ.

16 – პასუხისმგებელი, ზრდილობიანი, გულუხვი, თავისებურად იდუმალი და დამოუკიდებელი რიცხვია. გააჩნია შესანიშნავი ინტუიცია. წლებთან ერთად უფრო თავდაჭერილი და ფრთხილი ხდება.

17 – გასაოცარია, როგორ ემიჯნება ასეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემები ფაქიზ სულს. გინდათ მათი გულის დაპყრობა? გულწრფელად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული და ალერსი. მათ არ უყვართ სიყალბე და თვალთმაქცობა. მათი დელიკატური ხასიათი ბავშვობიდან ვერ უძლებს კრიტიკას.

18 -ეს ადამიანები მზად არიან ბოლომდე დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, არამედ მეგობრების უფლებებიც. კონსერვატიულები არიან, იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს.

19 – ნებისმიერი ჩადენილი საქციელი არასოდეს გაივლის მათთვის უკვალოდ – ბედისწერა მუდმივად ყველაფერს ირეკლავს და ათმაგად უბრუნებს. უყვართ სტაბილურობა: ოჯახშიც და პროფესიაშიც.

20 – არ უყვართ მარტოობა. შესანიშნავი ორატორები და ერთგული მეგობრები არიან, სიამოვნებით მონაწილეობენ ღონისძიებებში. უყვართ მუსიკა და ცეკვა, გააჩნიათ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.

21 – ისინი ჩაციკლულები არიან ფულზე. მათგან გამოდიან შესანიშნავი ფინანსისტები, ბანკირები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სტატუსს საზოგადოებაში და ასევე პარტნიორის სტატუსსაც. ცინიკურები და ირონიულები არიან.

22 – ამ რიცხვში დაბადებულებს უყვართ სხვების სწავლა და ეს მშვენივრად გამოსდით. პედაგოგიური და სალექციო სამუშაო მათთვის არის შექმნილი. ისინი ნამდვილი ერუდიტები არიან. ბუნებამ დააკისრა მათ მისია აღმოაჩინონ და აუხსნან სხვებს ყველაზე რთული პროცესები.

23 – მათი ნიჭი მრავალწახნაგოვანია. მაღალი ინტელექტის, კრეატიულობისა და პროგრესიული იდეების წყალობით, მათ შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ ნებისმიერი პროფესიით. ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მთავარია – თავისუფლება, მათ არ უყვართ არავისთან ანგარიშის ჩაბარება.

24 – არ არსებობს კალენდარული თვის მათზე უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი წარმომადგენელი. სანამ ისინი ნაბიჯს გადადგამენ, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან უყვართ ჭამა და ძალზე დისციპლინირებულები არიან.

25 – ისინი ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, ვისი აზრიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ. ჯამში ორიანი და ხუთიანი იძლევა შვიდიანს, ეს კი ინტელექტის სიმბოლოა.

26 – ყველაზე ერთგული მეგობრები და მეუღლეები არიან. ისინი საკუთარ თავზე მფარველის როლს იღებენ – ამისათვის მათ გააჩნიათ ყველა საწყისი მონაცემები: მტკიცე ხასიათი, ძლიერი ენერგეტიკა, ხელმძღვანელის ნიჭი. მათ უყვართ წესრიგი, სახლში ყოველთვის სუფევს სისუფთავე და სილამაზე.

27 – ნუმეროლოგიაში ეს განკურნების ძალის სიმბოლოა. მისი წარმომადგენლები შესანიშნავი მკურნალები არიან. „27“- ის მფლობელები ემოციურები არიან, გააჩნიათ ინტუიცია, ღრმა თანაგრძნობის უნარი – ახლობლების ზრუნვას ისინი სულის თითოეული უჯრედით შეიგრძნობენ.

28 – ამ რიცხვში დაბადებულებს გააჩნიათ დიდი პასუხისმგებლობა. ისინი მუდმივად მოუწოდებენ ყველას წესრიგისკენ და წესების დაცვისკენ. მათ უწერიათ იყვნენ კარგი მოსამართლეები ან იმუშაონ იურისპრუდენციის სფეროში. თავად არასოდეს არ აღიარებენ ბრალს.

29 – ხშირად ვარდებიან უკიდურესობებში. დიპლომატიურები არიან, გააჩნიათ ქარიზმა, უყვართ თავგადასავლები. ფულის მხრივ ბედი სწყალობთ, ადვილად შოულობენ ფულს, უმართლებთ ლატარიებში. აი პირად ცხოვრებაში კი ხშირად არ უმართლებთ.

30 – გააჩნიათ ფანტასტიკური მეხსიერება, შესანიშნავი კონცენტრირების უნარი. მათი ინტელექტის შესაძლებლობები უზარმაზარია, გონების გამჭრიახობა კი ეხმარებათ გაუმკლავდნენ ყველაზე რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება გაჯერებულია მოვლენებით, მათთან არ მოიწყენთ.

31 – ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომელსაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს კიდებენ, სრულყოფილამდე იქნება მიყვანილი. ეს თვისება ეხმარება მათ დაიკავონ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა. ყველაზე გაბედული პროექტების შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას.скачать dle 12.1
loading...
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან