» » ამოირჩიე საღამოს კაბა და გაიგე ვინ ხარ სინამდვილეში – ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

ამოირჩიე საღამოს კაბა და გაიგე ვინ ხარ სინამდვილეში – ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

23 май 2019, Четверг
1 057
0

1-ლი კაბა – მუდამ რომანტიკოსი
თქვენ ადამიანებში ყოველთვის დადებით თვისებს ეძებთ და არასდროს ამახვილებთ ყურადღებას მათ ბნელ მხარეებზე. იმდენად რომანტიკოსი ხართ, ცუდის დანახვის უნარი უბრალოდ არ გაგაჩნიან ან ძალიან გაქვთ დაქვეითებული. შინაგანად ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ და ზუსტად იცით, როგორ იცხოვროთ გარემომცველ სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი რამ არ მოგწონდეთ. გიყვართ ადამიანები, მათთან ურთიერთობა და დროის მხიარულად გატარება. თქვენ არასდროს იქცევით ისე, რომ მომავალში სინდისის ქეჯნამ შეგაწუხოთ.
მე-2 კაბა – მისაბაძი მაგალითი
ყველაზე უხერხულ და უსიამოვნო სიტუაციებშიც კი ახერხებთ, გამოიყურებოდეთ საოცრად. თქვენი მიზანი საკუთარი ცხოვრების იდეალიზირებაა, რაც არაჩვეულებრივად გამოგდით. ძალიან ბევერი ადამიანისთვის მისაბაძ მაგალითსაც კი წარმოადგენთ. ხართ აბსოლიტურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, თუმცა შინაგანი სისუსტეები თქვენც გაგაჩნიათ. მიუხედავად დიდი წარუმატებლობისა და ემოციური ტრავმის მიღებისა, არასდროს დაიწყებთ სხვასთან საკუთარ უიღბლობაზე და არასახარბიელო სიტუაციაზე საუბარს. ამის ნაცვლად, მაქსიმალურად შეეცდებით სიტუაციის გამოსწორებას და ისე განეიტრალებას, რომ ვერავინ ვერაფერი შეიტყოს.
მე-3 კაბა – იდუმალებით მოცული
მთელი თქვენი ცხოვრება ერთი დიდი საიდუმლოა თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. ვერავინ შეძლო ბოლომდე თქვენი შეცნობა, მათ შორის ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი, გაქვთ ძალიან დიდი შინაგანი ძალა და მზად ხართ, გაარღვიოთ ნებისმიერი საზღვრები. თქვენთვის შეზღუდვები არ არსებობს.
მე-4 კაბა – წვეულების დედოფალი
თქვენ საზრდოობთ გარემომცველი ადამიანების ყურადღებით, ცხოვრება შექებისა და მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე ვერც კი წარმოგიდგენიათ. თქვენთვის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ყველა თვალს გადევნებთ, მათი ინტერესისა და განხილვის საგანს წარმოადგენთ. კარგად იცით, როგორ დაარწმუნოთ და გადმოიბიროთ ადამიანი. თუ ამის საჭიროება გახდება, ამ ადამიანებით მანიპულირებაც კი შეგიძლიათ. კარგად გაქვთ გათვითცნობიერებული ის ფაქტი, რომ თქვენ სრულყოფილების განსახირება ხართ.
მე-5 კაბა – უჯახი უპირველეს ყოვლისა
ოჯახი თქვენთვის ყველაფერია. ნებისმიერ სიტუაციაში მზად ხართ, მსხვერპლად გაიღოთ თავი საყვარელი ადამიანებისთვის. ეს არჩევანი მეტყველებს, რომ ძალიან ღია და თავისუფალი ადამიანი ხართ, არაჩვეულებრივად შეგიძლიათ თანაგრძნობის გამოხატვა და რთულ სიტუაციებში სხვა ადამიანების დამშვიდება, მათთვის დახმარების გაწევა. ეგოსიტობა არასდროს გახასიათებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ხშირად ივიწყებთ საკუთარ სურვილებს და პირად ოცნებებზე მაღლა ყოველთვის ოჯახს აყენებთ. მზად ხართ, დაეხმაროთ თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანსაც კი, თანაც სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ.
როგორ ფიქრობთ, რამდენად დაემთხვა ამ ტესტის შედეგები რეალობას? აუცილებლად დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან