» » რომელ თვეშიც დაიბადე ისეთი ხასიათი გაქვს – შენ რომელ თვეში დაიბადე?

რომელ თვეშიც დაიბადე ისეთი ხასიათი გაქვს – შენ რომელ თვეში დაიბადე?

09 июнь 2019, Воскресенье
428
0

იანვარი
იანვარში დაბადებულები, ამბიციურები, ძალიან მშრომელები და განსაკუთრებულები არიან. ისინი ჰიპერ-დაკვირვებულები არიან გარესამყაროსა და ადამიანების მიმართ, რაც ხშირად, კრიტიკულს ხდით. ინტელიგენტები და პროდუქტიულები, ორგანიზებულები და აკურატულები, ისინი მგრძნობიარენი არიან სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ.
თებერვალი
თებერვალში დაბადებული ბავშვი ინტელიგენტი და თავისუფალი სულის პატრონია. უყვარს თავისუფლება და მეამბოხე ხდება, როდესაც ზღუდავენ.ჯიუტი და გამბედავი, ამბიციური და თავგადასავლების მოყვარული, მათ ძლიერი ემოციები გააჩნიათ და უყვართ გაგიჟებით, მაგრამ თუ რაიმე არ მოსწონთ, სახის გამომეტყველებაზე ეტყობათ.
მარტი
მარტის ბიჭუნები და გოგონები მეოცნებენი არიან.მორცხვები და აკურატულები,მშვიდები და ჰარმონიულები, მარტში დაბადებული ადამიანები პატიოსნები და მგრძნობიარენი არიან..ურჩევნიათ, ჯერ სხვებს დაეხმარონ და მხოლოდ შემდეგ, საკუთარ თავს.ისინი სასიამოვნონი და ნდობის ღირსნი არიან,იოლად არ ბრაზდებიან, მაგრამ ხასიათი შეეცვლებათ, თუკი იგრძნობენ, რომ აიგნორებენ.
აპრილი
აპრილში დაბადებულებს ძლიერი ხასიათი აქვთ – სწრაფად აზროვნებენ და გადაწყვეტილებებსაც იოლად ღებულობენ,დინამიკურები და მამაცები არიან.აპრილში დაბადებული ბავშვები მეგობრულები და კონტაქტურები არიან, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა .მაგრამ აქვთ უარყოფითი თვისებებიც, ახასიათებთ სამაგიეროს გადახდა , არიან აგრესიულები და ეჭვიანები.
მაისი
მაისის ყვავილებს ძლიერი ნებისყოფა აქვთ. იოლად ბრაზდებიან. ყველაფერზე აქვთ მტკიცედ ჩამოყალიბებული აზრი. მეორეს მხრივ, მათ აქვთ სხვების გაგების უნარი. ისინი ძალიან ენერგიულები არიან და უყვართ მოგზაურობა, განსაკუთრებით მუზეუმებსა და ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში, რადგან უყვართ ლიტერატურა და ხელოვნება.
ივნისი
ივნისში დაბადებულებს სხარტი გონება აქვთ და უყვართ მომავლის წინასწარ განჭვრეტა. თუმცა, ისინი თავიანთ მოსაზრებებს სხვებს თავს არ ახვევენ. ზრდილობიანები და სასიამოვნო მოსაუბრენი არიან, სასაცილოები და იუმორის გრძნობის მქონენი. უყვართ ხუმრობა, მაგრამ იოლადაც ტკენენ საკუთარ თავს.
ივლისი
ივლისში დაბადებული ადამიანები მგრძნობიარენი, ემოციურები და სენტიმენტალურები არიან.ისინი ძალიან დიდი დოზით ზრუნავენ სხვა ადამიანებზე. თუმცა, მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ და ახასიათებთ არაპროგნოზირებადი ქცევები. ზოგჯერ, ძალიან ტემპერამენტიანები არიან.
აგვისტო
აგვისტოს ბავშვები არიან მამაცები და უშიშრები, ყველგან ყურადღებას იპყრობენ. ამაყობენ იმით, რომ ძლიერი ლიდერული თვისებები და ქარიზმატული ბუნება აქვთ. ისინი დაუსრულებლად ითხოვენ ყურადღებას და ბრაზდებიან, როდესაც იმას ვერ ღებულობენ, რაც სურთ.
სექტემბერი
სექტემბერში დაბადებულები კარგი მოაზროვნენი არიან. ისინი ზრუნავენ სხვებზე. უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება და მასზე დაკვირვების მოხდენა. ორგანიზებულები არიან. წინდახედულები არიან და უყვართ ყველაფრის დაგეგმვა, მაგრამ შესაძლოა, გააკრიტიკონ სხვები იმიტომ, რომ ისინი მათ არ ჰგავდნენ. ისინი დემონსტრირებას არ უკეთებენ თავიანთ გრძნობებს, მაგრამ სხვების გაგების დიდი უნარი აქვთ.
ოქტომბერი
თქვენ ემოციური და მტკიცე ადამიანი ხართ, ხიბლავთ ადამიანებს თქვენი ხასიათით.ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს გული ხშირად ტკივათ, რადგან მათი წყენინება იოლია, მიდრეკილნი არიან ეგოიზმისა და ეჭვიანობისკენ. მაგრამ , ასევე, აქვთ იმის უნარი, რომ თავიანთ ახლობლებს თავი მნიშვნელოვნად აგრძნობინონ.
ნოემბერი
ნოემბრის ბავშვები ჭკვიანები და გონებამახვილები არიან, აქვთ ანალიტიკური აზროვნება.ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და ცოტაოდენი შექება სჭირდებათ, რათა გააღვივონ თავიანთ თავში არსებული ამბიცია. ამის გამო, შესაძლოა არ უყვარდეთ, სხვების აზრის გათვალისწინება. მათ უყვართ საკუთარ შეცდომებზე სწავლა და ბედნიერები არიან, როდესაც უბრალოდ ცხოვრობენ !
დეკემბერი
წელიწადის ბოლო თვეში დაბადებულ ადამიანებს აქვთ კარგი იუმორის გრძნობა.მათ უყვართ გართობა. თუმცა, არსებობს რაღაც თემები, რომლებსაც შეუძლია, მათ ხასიათში უეცარი ცვლილება შეიტანოს. რაც არ უნდა იყოს, დეკემბერში დაბადებული ბავშვი არასდროსაა მოწყენილი.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან