» » როგორ გამოიყურება დღეს ქალი, რომელმაც ქმართან დაშორების შემდეგ 108 კგ დაიკლო და თაყვანისმცემლების მთელი ამალა დაუდგა კართან!
loading...

როგორ გამოიყურება დღეს ქალი, რომელმაც ქმართან დაშორების შემდეგ 108 კგ დაიკლო და თაყვანისმცემლების მთელი ამალა დაუდგა კართან!

13 июнь 2019, Четверг
546
0

ბრიტანელმა ქალმა 108 კილოგრამი დაიკლო მას შემდეგ, რაც ქმარს გაშორდა და მავნე ჩვევებზე უარი თქვა. ამის შესახებ The Mirror წერს.

37 წლის კელი კინსელას ზედმეტი წონა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან აწუხებდა, 24 წლის ასაკში, მან დაქორწინება გადაწვიტა, ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გამო მან წონა სწორი კვებით თითქმის გაინახევრა. ქორწინების შემდეგ რამდენიმე წელში მან ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც სტეროიდების მიღება დაიწყო და 44 კგ მოიმატა, შემდეგ კი ისევ არაჯანსაღად იკვებებოდა და მომატებულ კილოგრამებს კიდევ 63 დაუმატა.
კელის თქმით, მისი ქმარი სწრაფი კვების პროდუქციის კურიერად მუშაობდა და ყოველ ღამე სახლში ასეთი საკვები მოქონდა. როგორც კელი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთნაირად ჭამდნენ, მისგან განსხვავებით ქმარი წონაში არ იმატებდა.

2017 წელს კელის მამას, რომელსაც ასევე ზედმეტი წონა აწუხებდა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა გამოჯანმრთელება შეძლო, კელი კიდევ ერთხელ დაფიქრდა თავის გარეგნობაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„მე და ჩემი ქმარი ერთად 18 წელი ვიყავით... მაგრამ მე გავაცნობიერე, რომ უბედური ვიყავი“- განაცხადა კელიმ.

ამ პერიოდიდან 15 თვის განმავლობაში კელი ქმარს გაშორდა, სამსახურიდან წამოვიდა და დიეტაზე დაჯდა. მან კვების რეჟიმის კონტროლით 108 კგ-ს დაკლება შეძლო და დაიწყო კარიერა ონლაინ-გაცნობის სფეროში. ახლა ის ფულს აგროვებს იმისთვის, რომ გახდომის შედეგად მოშვებული კანი გადაიჭიმოს.







скачать dle 12.1
loading...
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან