PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
გოგონამ 18 წელი ტყვეობაში გაატარა... დღეს კი ა სე გამოიყურება ის... (12 ფოტო)

ფილიპ გარიდო 1951 წლის 5 ივნისს კალიფორნიაში დაიბადა. მამამისი მანუელ გარიდო ამტკიცებს,რომ იგი შესანიშნავი ბიჭი იყო, მაგრამ რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მოტოციკლით სერიოზული ავარია შეემთხვა. ამის მერე ნარკოტიკის მომხმარებელიც კი გახდა.

..1972 წელს გარიდო 14 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს, რადგანაც გოგონამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. 1973 წელს კი ფილიპმა ცოლად კრისტინა მერფი მოიყვანა, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა,რომ ქმარი მას შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. შემდეგ კი 1976 წელს ქეით ჰოლი გაიტაცა.



1976 წლის ნოემბერში, 25 წლის ქეით ჰოლი, მანქანაში იჯდა და ის–ის იყო ძრავი აამუშავა,როცა ვიღაც კაცმა ფანჯარაზე მოუკაკუნა, გამოელაპარაკა მას, შემდეგ კი ისარგებლა ქალის სისუსტით, მანქანის საჭესთან თავად მოექცა და ქეითი გაიტაცა. ის სხვათაშორის ფილიპ გარიდო გახლდათ. მან ქალი ქალაქგარეთ გაიყვანა.



კეიტ ჰოლი: ისეთი უძირო და უსასრულო თვალები აქვს. ის მე მიყურებდა ისე, თითქოს რაღაც საგანი ვიყავი. შეკითხვებს ვუსვამდი, ვეუბნებოდი სად მიგყავარ, ვინ ხარ, რა გქვია–მეთქი. მან მიპასუხა ფილ.. მაგრამ შეჩერდა,მიხვდა რომ თავისი სახელი არ უნდა ეთქვა და გადაასწორა, ბილი მქვიაო.



60 კილომეტრის გავლის შემდგომ ფილიპმა ქალი მიტოვებულ საწყობში მიიყვანა. ქალმა შესვლისთანავე შენიშნა ჭუჭყიანი ქვეშაგებლები იატაკზე, ტალახიანი ზეწრები, ერთი პროექტორი, ასევე პორნოგრაფიული მასალებიც და დიდი მაკრატლები.
შემდეგ ფილიპმა ქეითი გააუპატიურა, თანაც რამდენჯერმე.
მეორე დღეს პოლიციელი საწყობის გატეხილმა საკეტმა დააეჭვა და შესამოწმებლად მივიდა, როცა კარი გააღო იქიდან შიშველი ქეითი გამოვარდა. ფილიპ გარიდო რა თქმა უნდა დააკავეს. მას 50 წელი მიუსაჯეს.



ფილიპი და ნენსი

მეორე ნახევრის გამოძებნა ციხეშიც არ გასჭირვებია, მან ერთ-ერთი პატიმრის სანახავად მოსული ნენსი ბოკანეგრა გაიცნო და 1981 წელს მასზე იქორწინა კიდეც. საბოლოოდ 1988 წელს გაათავისუფლეს პირობით და რა თქმა უნდა შესაბამისი სამსახური მას გამუდმებით ამოწმებდა. შემდგომ კი ჯიპიეს-ის სისტემა დაუმაგრეს ტერფზე და პოლიცია ამ სისტემის საშუალებით აკონტროლებდა.




ცოლთან ერთად იგი დედასთან და მამინაცვალთან ცხოვრობდა. მეზობლებს კი მისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.
მისი კარის მეზობელი კი ამბობს,რომ ფილიპი სხვანაირი ტიპი იყო, ცოტა არეული, თითქოს მუდამ ეჩქარებოდა ყველგან, მოკლედ ჩვეულებრივი ტიპი არ იყო, მაგრამ კარგ მეზობლობას მიწევდაო.



ქეითმა როცა ფილიპის დაჭერის ამბავი გაიგო, ეგონა ამით ყველაფერი დამთავრდა და საშინელი დღის გახსენება აღარასდროს მოუწევდა, მაგრამ 1988 წელს, 12 წლის შემდგომ ავბედითი შემთხვევიდან ქეითი კაზინოში მუშაობდა. მას კაცი მიუახლოვდა, გამოელაპარაკა და რამდენიმე კითხვა დაუსვა, ფსონი არ დაუდევს, მხოლოდ ქალით დაინტერესდა. შემდეგ კი უთხრა,მალე შევხვდებით ერთმანეთსო და გაეცალა. ქეითმა არც იცოდა, თუკი გარიდო თავდებით იყო განთავისუფლებული.

ქეითი შემდგომში შეხვდა ფილიპის პრობაციის ოფიცერს, რომელმაც დამნაშავეზე მცირე ინფორმაცია მიაწოდა, უთხრა რომ იგი ძალიან ქარიზმატული პიროვნება იყო და კარგად ჰქონდა განვითარებული მანიპულაციის უნარი. ასევე აქვე დაამატა,რომ ეს კაცი ავადმყოფი იყო და სავარაუდოდ კიდევ ცდიდა დანაშაულის ჩადენას, მაგრამ არა ქეითის წინააღმდეგ.




ჯეისი ლი დუგარდი 1980 წლის 3 მაისს დაიბადა.
მას ერთი წლიდან ძიძა ზრდიდა, თავისი ნამდვილი მამის შესახებ კი არაფერი იცოდა. დედა, ტერი დუგარდი მარტოხელა გახლდათ. შემდეგ იგი კარლ პრობინზე გათხოვდა.
1990 წლის ახალი წელი პატარა ჯეისი ლი დუგარდისთვის სახლში გატარებული ბოლო წელი აღმოჩნდა.
ოჯახი კალიფორნიაში გადავიდა, მთის რაიონში შეფენილ პატარა დასახლებაში, სადაც უფრო წყნარი და მშვიდი გარემო სუფევდა, ამასთანავე უსაფრთხოც, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არც ისე უსაფრთხო ყოფილა ეს ადგილი,როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.



კარლი, ჯეისის მამინაცვალი: ჯეისი ტიპიური გოგონა იყო, მორცხვი და მორიდებული. ქერა თმითა და ცისფერი თვალებით, ძალიან ლამაზი, გულკეთილი და უდარდელი. ტერი და ჯეისი დებივით იყვნენ, მე ასე მეჩვენებოდა, რადგანაც პატარა ჯეისი არც მინახავს, იგი უკვე 7 წლის იყო,როცა ამ ოჯახის ცხოვრებაში შემოვაბიჯე. ჩემი ცოლი მარტო ზრდიდა ბავშვს. და დედა–შვილი ძალიან დაახლოებულნი იყვნენ ერთმანეთთან.
გოგონა ის–ის იყო ცხოვრებით ტკბობას იწყებდა,რომ აი ეს ტრაგედია მოხდა.



ფანჯრიდან მანქანა შევნიშნე, თავიდან მარცხნივ აპირებდა წასვლას და შემდეგ თითქოს გადაიფიქრა მძღოლმა. უკან მობრუნდა და ჯეისისკენ წავიდა, უკან მიჰყვებოდა, გაჩერდა.. შემდეგ კი უეცრად ავარდნილი მტვერი დავინახე, გავიგე კივილი, გარეთ გამოვვარდი, ბაიკს შემოვახტი და დავძარი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი,რომ მათ ვერ დავეწეოდი. საით წავიდნენ ისიც კი ვეღარ დავინახე. უკან მოვბრუნდი და მეზობელს დავუძახე 911–ზე დარეკეთქო.პანიკაში ვიყავი, არ იცით ეს რამხელა ტრაგედიაა.

კარლმა 911–ს შეატყობინა,რომ სერმა მანქანამ მისი შვილი გაიტაცა და რომ მანქანაში მამაკაცი და ქალი იჯდა.

ერთადერთი კვალი რაც საქმის შესახებ ცნობილი იყო გახლდათ მანქანა, სერი ფერის ფორდი. ამიტომაც ძებნა პირდაპირ ამ ხელჩასაჭიდი მასალით დაიწყეს. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი აღწერილობის ავტომობილი ძალიან ბევრს ჰყავდა.


ჯეისის გატაცების ამბავი იმ დღეს საერთაშორისო ნიუსად გადაიქცა.ყველა არხი ატრიალებდა ცნობას მისი დაკარგვის შესახებ.
იმ ზაფხულს ამ არემარეში მცხოვრებლებში შიში იყო ჩამოვარდნილი, ბავშვები გარეთ თავისუფლად ვეღარ გადიოდნენ, მშობლები მეტად ფრთხილობდნენ.
სხვათაშორის გამომძიებლის ყურადღების ცენტრში მამინაცვალი კარლიც მოექცა, როგორც დეტექტივი ამბობს იგი ეჭვმიტანილთა სიაშიც იყო, რადგანაც სწორედ კარლი გახლდათ უკანასკნელი ადამიანი,რომელმაც გოგონა ნახა. კარლი რამდენჯერმე დაკითხეს, ამასთანავე ოთხჯერ სიცრუის დეტექტორის საშუალებითაც.
მაგრამ გამომძიებელს ერთი ფაქტორი გამორჩა, მას რომ გადაეხედა ამ ადგილში მომხდარი გატაცების შემთხვევებისთვის, აღმოაჩენდა ერთ საქმეს, რომელიც სწორედ ჯეისის გამტაცებლის მიერ იყო ჩადენილი.
მოკლედ რომ ვთქვათ პოლიცია ზედმეტად გადაეკიდა მამინაცვალს და კვალიც არასწორად აიღო. ჯეისიმ კი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ტყვეობაში 18 წელი გაატარა. რა ხდებოდა მის ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში?





გოგონას ცოლ-ქმარი ფილიპი და ნენსი სახლის უკან მალავდა. იქ ეზოში დიდი ღობე გააკეთეს, იმ ღობის იქით კი კარვები და მცირე საცხოვრებელი ჩადგეს, სადაც გოგონა ჰყავდათ მოთავსებული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმისთვის მოიმოქმედეს,რომ მეზობლებს არ შეემჩნიათ და ასევე პოლიციასაც უფრთხოდნენ. ალბათ გაინტერესებთ თუ რა იყო ბავშვის გატაცების მიზეზი. როგორც თავად ჯეისიმ უთხრა დედამისს, თურმე ნენსი უშვილო ყოფილა, ამიტომაც შეარჩიეს ლამაზი გოგონა,რომელიც მოიტაცეს, წამოიყვანეს თავისთან და შვილები გააჩენინეს. დიახ, ჯეისიმ მართლაც გააჩინა შვილები, ორი გოგონა. ვაჟბატონი ფილიპი მოტაცებულთან სექსუალურ კავშირსაც ამყარებდა.. 14 წლის იყო ჯეისი,როცა პირველად გახდა დედა. მეორედ კი 1997 წელს იმშობიარა და კვლავ გოგონა გააჩინა. ბავშვებს ეუბნებოდნენ,რომ ჯეისი მათი უფროსი და იყო, ხოლო ნენსი და ფილიპი კი მშობლები.

2009 წელს ფილიპს თავში რაღაც გადაუტრიალდა და რელიგიაზე დაიწყო ფიქრი. იგი ამტკიცებდა რომ ღმერთს ესაუბრებოდა. ამავე წლის 24 აგვისტოს კი FBI-ს ოფისს მიაკითხა და 4 გვერდიანი ესსე დატოვა, რომელშიც მისი იდეები იყო გადმოფრქვეული. იგი წერდა,რომ აღმოაჩინა პრობლემის არსი და მისი გადაწყვეტის ახალი გზა.. პრობლემაში გულისხმობდა მის მიერ ჩადენილ ძველ დანაშაულს (გაუპატიურებას, სექსუალურ ძალადობას), ასევე ამბობდა,რომ მან საკუთარი კრიმინალური სექსუალური მიდრეკილებები განკურნა და დრო იყო ეს მეთოდი სხვებზეც გამოეყენებინათ. თავად მეთოდს კი ადამიანთა იმ იმპულსების კონტროლს ეძახდა, რომლებიც დისფუნქციური აქტების ჩასადენად უბიძგებდნენ ხოლმე.

ამავე დღეს გარიდომ კალიფორნიის უნივერსიტეტს მიაშურა. შემდეგ კი პოლიციის ოფიცერს ეძებდა, მისგან ნებართვის აღება სურდა, რადგანაც ქრისტიანული ღონისძიების ჩატარებას აპირებდა კამპუსში. გაესაუბრა ბერკლის სპეციალური ივენთების მენეჯერს, რომელსაც ფილიპში რაღაც არ მოეწონა, უცნაურად ეჩვენა ეს კაცი. ამიტომაც პოლიციის ოფიცერს, ელი ჯეიკობს დაელაპარაკა და სახელი და ფილიპის სახელი და გვარი მიაწოდა, უბრალოდ სთხოვა გაერკვია ვინ იყო. ელიმ კი მეტად საინტერესო რამ აღმოაჩინა, ფილიპს არც ისეთი კარგი წარსული ჰქონდა! ამიტომაც გარიდოს ღონისძიების ჩატარების ნებართვა რომ მიეღო ელიმ დაიბარა თავისთან გასაუბრებაზე. ფილიპი მართლაც გამოცხადდა იქ, თანაც თავის ორ გოგონასთან ერთად. მან ოფიცერს პირდაპირ მიახალა, იცით მე გაუპატიურებისთვის ვარ ნასამართლევიო, თანაც ეს ბავშვების თვალწინ გააკეთა. რა თქმა უნდა ოფიცერი ამ სიტუაციამ არ აღაფრთოვანა და გარკვეული ეჭვები გაუჩინა ამ კაცის მიმართ.

ამის შემდგომ ორი პოლიციელი გააგზავნეს ფილიპის სახლში. მათ გაჩხრიკეს საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მხოლოდ ნენსისა და გარიდოს მოხუცებულ დედას მიაგნეს. როცა გარიდოს ბავშვებზე დაუსვეს კითხვა, მან განაცხადა,რომ ნათესავის შვილები იყვნენ.
ამ ამბის მერე გარიდო კვლავ დაიბარეს პოლიციაში, სადაც 26 აგვისტოს გამოცხადდა, ცოლთან, ბავშვებთან და ჯეისისთან ერთად. თუმცა ჯეისის ალისას ეძახდნენ. აქვე გაარკვიეს, რომ გარიდოს სინამდვილეში შვილები არ ჰყავდა, თუმცა პოლიციელებს არ გამოპარვიათ,რომ ბავშვები კაცს მამას ეძახდნენ.
ჯეისიმ აქ განაცხადა,რომ ალისა ერქვა, და რომ ეს ბავშვები მისი შვილები იყვნენ. ოფიცერს რა თქმა უნდა გაუკვირდა, რადგანაც გოგონას აშკარად ეტყობოდა, ასაკით არც თუ ისე დიდი უნდა ყოფილიყო. ,,ალისამ” ამ შენიშვნაზე გაიცინა და თქვა რომ 29 წლის იყო და ასეთი შეკითხვა მისთვის ბევრს დაუსვამს, ამასთანავე ბევრს ჩემი შვილები დაც კი ჰგონებიათო დააყოლა. როცა პოლიციელმა კვლავ განაგრძო კითხვების დასმა, ნენსი და ფილიპი ცოტა არ იყოს შეწუხდნენ და დაკითხვის მიზეზის ახსნა მოითხოვეს. ოფიცერმა კი მათ უთხრა,რომ ისინი ფილიპის ბავშვების თანხლებით უნივერსიტეტში მისვლას იძიებდნენ. ამის თქმა იყო და ჯეისიმ განაცხადა,რომ იცოდა ფილიპის წარსულის შესახებ,რომ მას გაუპატიურებული ჰყავდა ქალი, მაგრამ ახლა სავსებით შეცვლილია ეს კაცი და ბავშვებსაც კარგად ექცევაო. შემდგომ კი დანარჩენი კითხვების პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და ადვოკატი მოითხოვა.

ალბათ თქვენც უცნაურად მოგეჩვენათ ჯეისის ქცევა არა? დიახ, მართლაც უცნაური იყო და შემდგომში მეცნიერების მსჯელობის საგანიც. მათ დაასკვნეს, რომ გოგონას სტოკჰოლმის სინდრომის აშკარა ნიშნები ჰქონდა.

ერთმა აგენტმა გარიდო ცალკე ოთახში გაიხმო და სთხოვა აეხსნა,თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ალისასთან. ფილიპმა კი თქვა,რომ სამივე გოგონა მისი ძმისშვილი იყო. მაგრამ მათი მშობლები გაშორებულები გახლდნენ, ძმის მისამართი და ტელეფონის ნომერი კი არ იცოდა, ამიტომაც გოგონები ხან მასთან, ხან კი სხვა ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ალისამ კვლავ უარი განაცხადა პოლიციისთვის რაიმე ინფორმაციის მიწოდებაზე და მკაცრად მოითხოვა ადვოკატი.
სანამ მის მოთხოვნას აასრულებდნენ, ცოტა ხანში ჯეისიმ ახალი ტყუილიც გამოაცხო. მან განაცხადა,რომ წეღან ტყუილის თქმა მოუხდა, რადგანაც 5 წელია უკვე მოძალადე ქმარს ვემალებიო, სწორედ ამიტომაც ვერ გეტყოდით ჩემზე ვერაფერს და საცხოვრებელი ადგილის მისამართსაც ვერ გადმოგცემდითო. პოლიციელებმა მისი დაკითხვა განაგრძეს და მალევე მიხვდნენ, რომ ეს ქალი აშკარად ფარავდა ნამდვილ ვინაობას.




გვერდით ოთახში კი ფილიპის დაკითხვა მიმდინარეობდა. რომელიც საბოლოოდ გამოტყდა,რომ 2 პატარა გოგონას მამა თავად გახლდათ. მალე კი თავად ჯეისიც გამოტყდა,რომ იგი გარიდოს ჰყავდა გატაცებული და მას აუპატიურებდა ხოლმე.
გარიდო და მისი ცოლი დააკავეს. ამის შემდგომ მრავალი სასამართლო პროცესი გაიმართა და რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კი 2011 წლის 2 ივნისს ფილიპ გარიდოს სასამართლომ 431 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის ცოლს ნენსის კი 36 წელი. თავად ჯეისი პროცესს არ ესწრებოდა, მან მხოლოდ წერილი გაგზავნა იქ წასაკითხად. აი რა ეწერა წერილში:

მე ვარჩიე,რომ დღეს მანდ არ ვყოფილიყავი, რადგანაც აღარ მინდა თუნდაც კიდევ ერთი ჩემი ცხოვრების წამი თქვენთან ყოფნაზე დავხარჯო. ვარჩიე,რომ ეს წერილი დედაჩემს წაეკითხა თქვენთვის. ფილიპ გარიდო, თქვენ ყველაფერში არასწორი ხართ. მე ეს თქვენთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ ახლა თავისუფალი ვარ და მინდა გითხრა,რომ მატყუარა ბრძანდები, შენი ყველა თეორია სიცრუეა. ყველაფერი რაც ჩემთვის გაგიკეთებია არასწორია და იმედი მაქვს ერთ დღეს ამას მიხვდები. რაც შენ და ნენსიმ გამიკეთეთ ეს მართლაც გასაკიცხია. არ არსებობს ღმერთი,რომელიც თქვენ ამას გაპატიებთ. პირადად შენთვის, ფილიპ, ვფიქრობ, რომ მე მხოლოდ გასართობი ვიყავი. მე მეზიზღება 18 წლის ყოველი დღის ყოველი წამი შენს გამო და იმ სექსუალური იძულების გამო,რომელსაც შენ ჩემზე ახორციელებდი. ნენსი, შენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. ორივემ შეგიძლიათ კარგად შეინახოთ თქვენი ბოდიშები და ცარიელი სიტყვები. ამ დანაშაულისთვის იმედია ისე მოგეზღვებათ,რომ იმდენივე უძილო ღამეს გაათევთ, რამდენიც მე მაქვს გათეული. საბედნიეროდ ახლა კარგად ვარ და აღარ ვცხოვრობ იმ კოშმარში. ირგვლივ არაჩვეულებრივი მშობლები და მეგობრები მყავს. თქვენ ამიერიდან ჩემგან ვერაფერს ვეღარ მიიღებთ, ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენთ.
скачать dle 12.1
loading...

loading...
03 август 0 997
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно