» » სენსაციური დასკვნა რაც უფრო დიდი უკანალი აქვს ქალს, მით უფრო ,,

სენსაციური დასკვნა რაც უფრო დიდი უკანალი აქვს ქალს, მით უფრო ,,

20 июнь 2019, Четверг
1 184
0

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები და ჩერჩილის კლინიკის ექიმები ამტკიცებენ, რომ დიდი უკანალი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ქალს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს.

ანალოგიური შედეგი მიიღეს ამერიკელმა მეცნიერებმა პიტსბურგისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებიდან. დიდი უკანალის მქონე ქალებს ორგანიზმში ქოლესტერინისა და გლუკოზის ნაკლები რაოდენობა აქვთ. ამგვარ ორგანიზმში შაქრის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ჰორმონები უკეთ ფუნქციონირებს. დიდი უკანალის კანქვეშა ქსოვილი იკავებს მსუქან ნაწილებს (ცხიმებს) და ამგვარად გულს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.

ქალებს, რომელთაც დიდი უკანალი აქვთ, ჰორმონი ლეპტინი უფრო დიდი რაოდენობით გამოუმუშავდებათ, რომელიც არეგულირებს წონას და კუჭ-ნაწლავის დაავადებების წარმოქმნას უშლის ხელს. ეს ქალები სტატისტიკურად უფრო დიდხანს ცხოვრობენ. ასეთი მონაცემები მეცნიერებმა 1600 ქალის გამოკვლევის შემდეგ მიიღეს, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. აღმოჩნდა, რომ დიდუკანალიანი ქალები უფრო ჭკვიან ბავშვებს აჩენენ, ვიდრე გამხდარი დედები. მეცნიერები ამ ფაქტს ომეგა 3-ს უკავშირებენ, რომელიც დუნდულებში გროვდება და ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.




მეცნიერები განმარტავენ, რომ უკანალში დაგროვილი ცხიმები რეალურად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე მუცელზე დაგროვილი. თუმცა, ორგანიზმს ვერ უბრძანებთ, სად დააგროვოს ზედმეტი ცხიმი. ის ამ ადგილებს გენეტიკური მონაცემებით არჩევს. კოსმეტოლოგიური გზით გადიდებული უკანალი კი ზემოაღწერილ დადებით ეფექტს ნამდვილად ვერ მოგცემთ.





скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან