ისტორია, რომლის მსგავსიც არასოდეს მომხდარა - ტაილანდელი გოგონა ცოლად მიცვალებულს გაჰყვა (8 ფოტო) » საინტერესო სიახლეები PAPARACI.GE
PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
loading...
ისტორია, რომლის მსგავსიც არასოდეს მომხდარა - ტაილანდელი გოგონა ცოლად მიცვალებულს გაჰყვა (8 ფოტო)

ვფიცავ, ვიყო შენ გვერდით სიხარულსა და მწუხარებაში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. ეს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული საქორწილო ფიცია, რომელსაც ახლად დაქორწინებულები ერთმანეთს ეუბნებიან, მაგრამ ყოველთვის არა...

..
სულ რამდენიმე ხნის წინ ტაილანდში უცნაური და დაუჯერებელი ქორწინება შედგა. ახალგაზრდა გოგონა ნან ტიპპფარატი თავის შეყვარებულ ფიატს გაჰყვა ცოლად. აქ, რა თქმა უნდა, უცნაური არაფერია, გარდა იმისა, რომ ქორწინების დროს მამაკაცი გარდაცვლილი იყო.




ახალგაზრდა წყვილი დიდხანს ემზადებოდა ქორწილისთვის, მაგრამ ფიატის გულის შეტევით გამოწვეულმა მოულოდნელმა სიკვდილმა დასახული გეგმები ჩაშალა. ახალგაზრდა ნანმა, რომელიც ქორწილზე ოცნებობდა, გადაწყვიტა, არაფერი შეეცვალა.



ტრაგიკულმა მოვლენამ დამწუხრებული საცოლე მაინც არ დააბრკოლა. საქორწინო ცერემონია პირდაპირ დაკრძალვაზე ჩატარდა. ამ ფაქტს ფიატის ახლობლები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მოგვიანებით, ნანმა ქორწინების ფოტო გამოაქვეყნა და მისი ისტორია მსოფლიომ გაიგო.



„მე ჩვენს ქორწილზე ვოცნებობდი. მესიზმრებოდა, როგორ ვიდექით ხელჩაკიდებულები. სიკვდილიც კი ვერ დაგვაშორებს. მე შენ მიყვარხარ, ფიატ! მინდა იცოდე, რომ ჩვენი ოცნება ახდა. მშვიდობით განისვენე!“, - დაწერა ნანმა სოციალურ ქსელში.



ეს ქორწინება, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ვერ დარეგისტრირდა. მსოფლიოში არ არსებობს კანონი, რომელიც მიცვალებულთან დაქორწინებას ითვალისწინებს. მაგრამ, ამავე დროს, არ არსებობს კანონი, რომელიც ამგვარ „ქორწინებას“ კრძალავს.



მსოფლიოში ხშირად ხდება დაუჯერებელი მოვლენები. ნანმა ის მიიღო, რაც სურდა

скачать dle 12.1
loading...

loading...
12 август 0 1 252
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно