ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა ისტორიაში - მეცნიერებმა ბნელ საიდუმლოს მიაგნეს » საინტერესო სიახლეები PAPARACI.GE
PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
loading...
ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა ისტორიაში - მეცნიერებმა ბნელ საიდუმლოს მიაგნეს

მეცნიერებმა პერუში ბნელ საიდუმლოს მიაგნეს. ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე 140-ზე მეტი ბავშვისა და 200-ზე მეტი ლამას ჩონჩხი იპოვეს. CNN-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, ისტორიაში ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვის მტკიცებულება იყოს. იქვე ნაპოვნია მამაკაცისა და ორი ქალის ძვლებიც.
მსხვერპლშეწირვა, დაახლოებით 550 წლის წინ მოხდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან, ჩან ჩანთან ახლოს.

...ბავშვების ასაკი 5-დან 14 წლამდეა, მათთან ერთად მსხვერპლად შეწირეს ახალი დაბადებული ლამებიც. მკვლევარები ამბობენ, რომ ყველა მათგანს სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მათ გული ამოუღეს.

National Geographic-ის ინფორმაციით, ბავშვები ზღვის ნაპირას დაკრძალეს, სახით დასავლეთისკენ, ლამები კი - სახით აღმოსავლეთით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებიც და ცხოველებიც ერთსა და იმავე დროს დახოცეს.
скачать dle 12.1
loading...

loading...
12 август 0 683
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно