» » სექსი ქართულად დავრჩეთ ქალიშვილებად, სხვა ყველაფერი კი

სექსი ქართულად დავრჩეთ ქალიშვილებად, სხვა ყველაფერი კი

21 март 2019, Четверг
1 110
0

შეიძლება სიტყვა პეტინგი ბევრს არაფერს გეუბნებათ, სამაგიეროდ ქართველი წყვილების უმეტესობა ძირითადად ამით არის დაკავებული. პეტინგის მოყვარული წყვილების მთავარი ლოზუნგია - დავრჩეთ ქალიშვილებად, სხვა ყველაფერი კი დაწყებული მინეტით, მათთვის სრულიად მისაღებია. ასეთ გოგოებს სექსი დედამიწაზე ყველაზე მეტად უნდათ, თუმცა სულ აწუხებთ იმაზე დარდი, რას იტყვიან მათი მშობლები, მეზობლები, ნათესავები თუ ისინი ქალიშვილებად არ დარჩებიან თუნდაც საფლავის კარამდე. იწვევს თუ არა ასეთი ურთიერთობები რაიმე სახის დარღვევას და რა ქართული ტრადიციები უდევს მას საფუძვლად,ამის თაობაზე ჩვენ სექსოლოგ ლალი ერგემლიძეს ვესაუბრეთ:
„ვიდრე ამ თემას უფრო ღრმად შევყვებოდეთ, ჯერ პეტინგის არსს განვმარტავ. პეტოინგის ეს ეროგენული ზონების ხლოვნური დამუშავება და აღგზნებაა. ამ დროს გენიტალიები ერთმანეთს არ ეხება. ძირითადად პეტინგი გავრცელებულია ისეთ ქვეყნებში, სადაც ქალის ქალიშვილობას დიდი ყურადღება ექცევა. თუმცა პეტინგს მხოლოდ ქალიშვილობის არდაკარგვის მიზნით არ გამოიყენებენ. ამ გზით თავს არიდებენ ორსულობას, ვენერიულ დაავადებებს.
განასხვავებენ ზედაპირულ და ღრმა პეტინგს. ზედაპირული პეტინგი ჩაცმულ მდგომარეობაში ხორციელდება, გენიტალიებზე შეხება ხდება ტანსაცმლიდან. ზედაპირული პეტინგის დროს ორგაზმს მხოლოდ კოცნით და ჩახუტებითაც აღწევენ, თუმცა ეს იშვიათი ფორმაა. ღრმა პეტინგი აღნიშნავს პირდაპირ მანუალურ შეხებას ეროგენულ ზონებზე ტანსაცმლის გარეშე. ღრმა პეტინგად შეიძლება ჩაითვალოს ოროგენეტალური მოფერება - კუნილინგუსი და მინეტი“.
თინა სილაგაძე - მკითხველი:
...„მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს ხშირად ვეფერებით, თუმცა სექსი არ გვქონია. ის მეუბნება, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, უბრალოდ დაავადმყოფდება. მაინტერესებს, მართლა შეიძლება თუ არა მხოლოდ მოფერებისგან ადამიანი ავად გახდეს?“
ლალი ერგემლიძე - სექსოლოგი:
„დროის რაღაც მონაკვეთში, როცა წყვილებს შორის ურთიერთობა ესესაა იწყება, პეტინგი სასიამოვნო და მისაღები ფორმაა, თუმცა თუ ეს სისტემატიურ სახეს მიიღებს, ქალებში და მამაკაცებში გარკვეული პრობლემები იჩენს თავს, თუ კაცი პეტინგის დროს თესლდანთხევას ვერ ახდენს, ხდება სპერმის შეგუბება, რომელმაც შეიძლება ლპობა და სათესლე აპკების სერიოზული ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. პრობლემა ექმნება ქალსაც, რადგან ორგაზმი გენიტალიებში სისხლის მოწოლით და მისი უკუსვლით მიიღწევა, თუ გენიტალიებს სისხლი მოაწვება და უკან ვეღარ წავა, სისხლი გუბდება და დროთა განმავლობაში კოლტებად გარდაიქმნება. ასე რომ, გადაწყვიტეთ ან სექსით დაკავდით, ან ურთიერთობა შეწყვიტეთ“.
ეკა ხვედელიძე - მკითხველი:
„გამიგია, რომ ადრე მთაში ძალიან იყო გავრცელებული წაწლობა. ბიჭი და გოგო ერთმანეთს თავისუფლად ესიყვარულებოდნენ და ამის გამო მათ არავინ არ ძრახავდა, მაინტერესებს, საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს და რა წესების დაცვას მოითხოვდა ის?“
ლალი ერგემლიძე - სექსოლოგი:
„ეს ძალიან საინტერესო ტრადიციაა, როგორც კულტურული, ასევე სექსოლოგიური თვალსაზრისითაც. ფშაველები, როგორც კი 14 წელს გადააბიჯებდნენ, სასურველ წაწლებს ირჩევდნენ. ამის გაკეთება ერთგვარ ვალდებულებადაც კი ითვლებოდა და რაც უფრო მეტი წაწალი ჰყავდა ახალგაზრდას, უფრო დაფასებულად ითვლებოდა. თუ ახალგაზრდა წაწალს ვერ გაიჩენდა, მას მთელი თემი დასცინოდა, როგორც უხეიროს. მათ ერთად წოლა სახლშიც შეეძლოთ და მის გარეთაც, მაგრამ მშობლებისთვის ამის დანახვება ცუდ ტონად ითვლებოდა.
წაწლები წვებოდნენ ტანისამოსიანად, ერთმანეთს წაწლობაზე ელაპარაკებოდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, თუმცა ეროტიკული ქმედება მხოლოდ წელს ზემოთ ვრცელდებოდა. ეს სასტიკად იყო დაცული თემის კანონით. თუ წაწალი დაორსულდებოდა, მას თემიდან მოკვეთდნენ, თუ საქმე ნათესავებს ეხებოდათ, შეიძლება მოეკლათ კიდეც. ამის გამო ფშაველები ნათესავებთან წაწლობას ერიდებოდნენ ან საიდუმლოდ ინახავდნენ.
სხვათა შორის, წაწლობის დაწყებას თავისი წესები ჰქონდა. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოსწონდა და წაწლობას დათქვამდნენ, პირველ ხანებში, ფეხები და გულ-მკერდი ერთმანეთისაგან შორს უნდა დაეჭირათ, მხოლოდ თავები ჰქონდათ ახლოს და ქალი ვაჟის გაშლილ მკლავზე წვებოდა. მოგვიანებით, უკვე შეიძლებოდა მკერდის მკერდზე შეხება და ერთმანეთის გვერდით დაწოლა. რამდენიმე დაწოლის შემდეგ ვაჟი ქალის მოფერებას და შექებას იწყებდა, რაც ხვევნა-კოცნით მთავრდებოდა. როდესაც წაწლები ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდებოდნენ, პეტინგით ქალის სახლშიც კავდებოდნენ, მაგრამ მშობლები ვერაფერს უნდა მიმხვდარიყვნენ. წაწლები ერთმანეთს წელს ქვემოთ არ უნდა შეხებოდნენ. თუმცა ეს ძნელად დასაჯერებელია, რომ ერთმანეთს მართლაც არ შეხებოდნენ, მთავარია მათ შორის სექსი არ ყოფილიყო, რაც ქალის ორსულობით ან გათხოვების შემდეგ გახმაურებული არაქალიშვილობით იქნებოდა გამჟღავნებული. მოგვიანებით ფშავში მრავალწაწლიანობა გავრცელდა. ზოგს ხუთი და ათიც ჰყავდა. ამიტომ, მათ შორის ქიშპობაც ხშირი იყო. თუმცა წაწალი ქალები ამას თავიდან ადვილად იცილებდნენ, რადგან წაწლებს შორის დაკაკუნებისა და სტვენის თავისებური ნიშნებიც კი არსებობდა, რომლის მიხედვით ქალი იგებდა, ვინ ესტუმრა და კარს ჩუმად აღებდა. სახლში ერთ წაწალზე მეტის შეშვება არ შეიძლებოდა, თუმცა ხშირი იყო წასწრებაც, რაც ჩხუბით და სისხლისღვრით მთავრდებოდა. წაწლებს შეუღლება ხატისგან აკრძალული ჰქონდათ და ვინც ამ წესს დაარღვევდა, თემიდან განდევნიდნენ. მხოლოდ სხვადასხვა თემის წაწლების შეუღლება იყო დაშვებული. ფშაველ ქალს წაწლობა ხელს არ უშლიდა გათხოვებაში, პირიქით. რაც მეტი წაწალი ჰყავდა, მით უფრო სასურველ სარძლოდ ითვლებოდა. მოგვიანებით კი პირიქით ხდებოდა.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან