PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
ქმრის საყვარელმა ჯადო გამიკეთა, ჩემი ტანჯვა ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს ქმარმა სტუმრად ქერა, მსუქანი ქალბატონი მომიყვანა და შორეულ დეიდაშვილად გამაცნო

არასოდეს მჯეროდა ჯადოს გაკეთების და როდესაც უცნაურ ისტორიებს ჰყვებოდნენ, ყველას დავცინოდი. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მკითხავთან, მაგრამ დღეს თბილისში მკითხავი აღარ დარჩა, მისამართი რომ არ ვიცოდე. 

ჩემი ტანჯვა ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს ქმარმა სტუმრად ქერა, მსუქანი ქალბატონი მომიყვანა და შორეულ დეიდაშვილად გამაცნო. მითხრა, ამერიკიდან ჩამოვიდა და სანამ ბინას იყიდის ორი კვირა ჩვენთან იცხოვრებსო. 

სიამოვნებით მივიღე უცნობი „ნათესავი“, ქმარს ვენდე და არავისთან გადამიმოწმებია. ჩემი ერთადერთი 11 წლის გოგონა საკუთარი ოთახიდან გამოვასახლე და მეზობელთან ვაძინებდი, რომ ქალბატონს კომფორტულად ეცხოვრა. 

ორ კვირაში მართლა წავიდა, მაგრამ იმის შემდეგ რამდენჯერაც ქმარს ლაურა ვუხსენე, არ ესიამოვნა და სხვა თემაზე გადამიტანა საუბარი. მალე გავიგე, რომ ქერათმიანი ქალბატონი რეალურად ჩემი ქმრის საყვარელი ყოფილა და ამერიკიდან კი არა, ნაქირავები სახლიდან მეზობლებმა ხმაურის გამო გამოაგდეს და სანამ სხვა ბინას იქირავებდა, მეუღლემ სტუმრად დამიპატიჟა. 

მისი წასვლის შემდეგ თავბრუსხვევა დამეწყო. ისე დავსუსტდი, რომ ქმარ-შვილს ვეღარ ვუვლიდი. არცერთი ექიმი არ დამიტოვებია, მაგრამ ვერაფერს მიგებდნენ. ბოლოს ჩემმა მულმა მკითხავთან წამიყვანა და აღმოჩნდა, რომ ქმრის საყვარელმა ჯადო გამიკეთა.

დღითიდღე უარესად ვხდები. რა არ მასწავლეს, მაგრამ არაფერმა მიშველა. ქმარი სახლში ღამეც აღარ მოდის. ალბათ იმ ნაძირალა ქალთან ცხოვრობს, რომელმაც ოჯახი და ჯანმრთელობა დამინგრია. скачать dle 12.1
loading...

loading...
06 сентябрь 0 218
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно