PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
ჩვეულებრივი გოგონა ცელულიტებითა და სტრიებით, რომელზეც მამაკაცები ჭკუას კარგავენ! (11 ფოტო)
გოგონას სახელად ისკრა ლოურენს, რომელიც სამოდელო კარიერაზე და პოდიუმებზე ოცნებობდა, ერთხელ პირდაპირ სახეში მიახალეს: "გვაპატიეთ, მაგრამ, ძალიან მსუქანი ხართ ტრადიციული სამოდელო ბიზნესისთვის და ძალიან გამხდარი პლიუს ზომის მოდელისთვის". ხელის ჩაქნევისა და საკუთარ ოცნებაზე უარის თქმის ნაცვლად, ლოურენსი დაუღალავად ცდიდა ძალებს იმ სფეროში, რომელიც ასე დაჟინებით ეუბნებოდა უარს და შედეგად, დაამსხვრია მოდის ინდუსტრიის ჩარჩოები. 
დღეს ლოურენსი დიეტოლოგების ნაციონალურ ასოციაციაში მუშაობს. გოგონას საკუთარი საიტიც კი აქვს სხვადასხვა ტიპის ფიგურის ქალებისთვის. 

...

ის, რასაც ეს ხორცსავხე გოგონა აკეთებს მილიონობით ქალის შთაგონების წყარო ხდება. სულ მცირე, ამისთვის მაინც იმსახურებს ის ჩვენს მოწონებას!

ისკრა რეგულარულად აქვეყნებს თავის ფოტოსურათებს ფოტორედაკტორებით დამუშავების გარეშე. ის არაა ერთ-ერთი იმათგანი ვისაც თავისი პატარ-პატარა ნაკლოვანებების სცხვენია!



ლოურენსი ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. არის ის, ვინც არის, არ ცდილობს რაიმე იმიჯის შექმნას. მოდელი ცდილობს აჩვენოს, რომ ყველა ქალი თავისებურად ლამაზია ფოტოშოპის გარეშეც.

თუ ფიქრობთ, რომ გამოქვეყნებამდე ამ ფოტოს დამუშავება იყო საჭირო, შეგიძლიათ სტატიის კითხვა აღარ გააგრძელოთ. 

სხვათაშორის, ისკრა მოდელად 13 წლიდან მუშაობს, მაგრამ 16 წლისას უთხრეს, რომ ზედმეტად სავსე თეძოები ჰქონდა მოდელის კვალობაზე.



პლიუს ზომის მოდელების სააგენტოშიც მიასწავლეს გასასვლელი კარი, რადგან პლიუს ზომის მოდელობისთვის ძალიან გამხდარია. ამიტომ, ისკრა მხოლოდ თეთრეულის რეკლამებშიღა მონაწილეობდა...



ერთი პერიოდი ისკრამ კალორიების თვლასაც მიჰყო ხელი, რომ მოდის ინდუსტრიისთვის შესაფერისი ყოფილიყო. 

მოგვიანებით ის უფრო თავდაჯერებული გახდა და სხვა ქალებსაც მოუწოდებს შეიყვარონ თავიანთი თავი ზომისდა მიუხედავად.



ლოურენსი აღიარებს: "მე შევწყვიტე კალორიების თვლა და საერთოდ, წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით. აგერ უკვე 6 წელია არ ვიცავ არანაირ დიეტას და ვჭამ ყველაფერს, რაც მომწონს, უბრალოდ სპორტ-დარბაზში დავდივარ კვირაში სამჯერ".



"თავს ვგრძნობ ბევრად უფრო ძლიერად და ჯანმრთელად, ვიდრე ოდესმე მიგრძვნია!" - ამბობს ისკრა. 
ისკრა ლოურენსი თვლის, რომ სილამაზეს ჩარჩოები არ აქვს!



მთავარია, არ შეგეშინდეთ, იყოთ თქვენი თავი!




მისი მთავარი მიზანია - დაეხმაროს ქალებს, აიმაღლონ თვითშეფასება.



აღსანიშნავია, რომ ლოურენსს ეს გამოუვიდა! უამრავი ქალი მის მაგალითს მისდევს. თქვენ მხარს უჭერთ ისკრას იდეას? მოუყევით ამ ლამაზმანის შესახებ მეგობრებსაც.  
скачать dle 12.1
loading...

loading...
06 сентябрь 0 878
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно