PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
სექსის სამი სახეობა, რომელიც ქორწინებაში უნდა იყოს!

ხშირად, ცოლ-ქმარს შორის სექსუალური ურთიერთობა სიამოვნებიდან რუტინაში გადადის, რაც, დამეთანხმებით, მოსაბეზრებელია როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის. იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი თქვენს წყვილშიც არ მოხდეს, სცადეთ სექსის სხვადასხვა სახეობები!
მაშ ასე, როგორი სექსი უნდა იყოს დაქორწინებულ წყვილებში?

რომანტიკული გურმან-სექსი

სცადეთ, დილიდან მიანიშნოთ ქმარს, რომ საღამოს მას სიურპრიზი ელოდება. დღის განმავლობაში გაუგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე წერილი, თქვენი სექსუალური ფოტო ან ორაზროვანი ფრაზა.
ამასობაში მოსაღამოვდა? მაშინ ჯერ რომანტიკული ვახშამი მოამზადეთ, წინასწარ დაფიქრდით, რა თემაზე ისაუბრებთ, დაგეგმეთ, როგორ შეეხოთ შემთხვევით მკერდზე ან თეძოებზე. შემდეგ - ცეკვის ან სტრიპტიზის სეანსის დროა, ორივემ უნდა იგრძნოთ სიახლოვე და ერთმანეთის აჩქარებული სუნთქვა. შესაძლოა, მოგეწონოთ ტანტრული სექსი (აქ დიდ როლს თამაშობს მზერა, სუნთქვა, მოფერება, მასაჟი და რაც მთავარია, ხანგრძლივი ორგაზმი) ან ეროტიკული მასაჟი. ერთი სიტყვით, მთელი საღამო უნდა იყოს საოცრად ვნებიანი და დახვეწილი.


ჯანსაღი სექსი
ამის გარეშე ოჯახური ცხოვრება ვერ შედგება! რა თქმა უნდა, სწორედ ამით კავდება წყვილი ყველაზე ხშირად და ამას თავისი ახსნაც აქვს. საშუალოდ, ამგვარი სექსისთვის 15-20 წუთი საკმარისია, რომელშიც შედის: პრელუდია, ორალური მოფერება, სტიმულაცია, ფრიქცია, ორგაზმი. თუკი ამგვარი სექსი კვირაში ერთხელ მაინც გექნებათ, თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სწრაფი სექსი
და თუკი მრავალფეროვნება გნებავთ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დილის სწრაფი სექსის მოყვარულთა კლუბში! არ ღირს უარის თქმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სამსახურში გეჩქარებათ ან სექსისთვის განწყობა არ გაქვთ. ნუ იდარდებთ, დილის სექსის ულუფის მიღება საუზმის ხარჯზე არ მოგიწევთ, უბრალოდ, ცოტა ნაკლებ დროს დაუთმობთ დილის კვებას. სამაგიეროდ, მიღებული სიამოვნება მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ.
წყარო ავტორი: სალომე ჩაჩიბაია скачать dle 12.1
loading...

loading...
06 сентябрь 0 1 186
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно