PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
ქალი, რომელიც არაფრის გამო ჩაქოლეს - ამბავი, რომელმაც მსოფლიო აატირა

ეს ამბავი ირანის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და შემდეგ მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტებით სავსეა აზიური სამყარო და ქალის სიკვდილით დასჯა ნებისმირი გაუგონარი მიზეზის გამო, რასაც მისი ქმარი, ძმა თუ მამა მოიფიქრებენ, ბევრგანაა ჩვეული ამბავი.
სორაია მ.-ს ჩაქოლვის ამბავი ფრანგმა ჟურნალისტმა ფრეიდონ სეიბჟამამ ამცნო საზოგადოებრიობას თავისი დოკუმენტური წიგნით. შემდეგ კი საირუს ნაურასტემ ფილმი გადაიღო, რომელმაც რამდენიმე კინოფესტივალზე მიიღო სერიოზული კინოჯილდოები.

...4 შვილის დედა სორაიას ქმარს, რომელიც ჩვეულებრივი დესპოტი ქმარი იყო,  მოულოდნელად მოუნდა, რომ 14 წლის გოგონა შეერთო ცოლად. ცნობილი ამბავია, რომ ბევრ აზიურ ქვეყანაში აპრობირებულია ნაადრევი ქორწინება და არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება. 

ცოლს შესთავაზა, რომ ვაჟებს თვითონ დაიტოვებდა, ცოლსა და მის ორ ქალიშვილს კი სრულიად უსახსროდ დატოვებდა და "ალტერნატივად" სოფლის რომელიმე მამაკაცს უნდა ეღიარებინა "სხვა ცოლად", პრაქტიკულად საყვარლად - ამის ფასად უნდა გადარჩენილიყო სორაია. თუმცა ქალი, რომელიც თავის დროზე საკუთარმა მშობლებმა გაიმეტეს სხვა კაცისთვის მხოლოდ გაჭირვებს გამო და პრაქტიკულად გაყიდეს, ხვდებოდა, რომ იგივე ბედი მის ქალიშვილებსაც ერგებოდათ. ღირსების და საკუთარი თავის დასაცავად მან უარი თქვა ქმრის შემოთავაზებაზე...   განაგრძეთ  კითხვა скачать dle 12.1
loading...

loading...
06 сентябрь 0 715
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно