PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
" ხელში დააკავებინა დანა და მიატანინა თავის დედასთან, რომ დაერტყმევინებინა"- 25 წლის გოგოს მკვლელობის სკანდალური დეტალები

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის 6 წლის ბავშვი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, თუ როგორ ცდილობდა 4 წლის ძმასთან ერთად დედის გადარჩენას.

ბავშვის ჩვენების მიხედვით, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ვეფხია ბაქრაძე მცირეწლოვანებს მომაკვდავი დედისთვის ჭრილობების მიყენებას აიძულებდა.


ბავშვის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად:


"ვეფხვომ გააჩუმა მისი დედა, შესასვლელ კარებთან დაიჭირა. ვეფხოს უკან ჰქონდა დანა, რომელიც დაარტყა თამარ გამრეკელაშვილს ყელში, რის შემდეგაც გადაატრიალა და კიდევ დაარტყა. მცირეწლოვანმა განაცხადა, რომ ამ დროს მან სამზარელულოს მაგიდიდან აიღო შავი დანა, რადგან ვეფხო შეეშინებინა, მაგრამ ვეფხომ მას წაართვა დანა. როგორც მცირეწლოვანბმა განაცხადა, მისი დედა იწვა კარის წინ იატაკზე, ის და მისი ძმა იდგნენ სამზარეულოს ოთახში და ტიროდნენ. მცირეწლოვანმა განაცხადა, რომ მას ვეფხომ ხელში დააკავებინა დანა და ხელი მიატანინა თავის დედასთან, რომ დაერტყმევინებინა დანა. როგორც მცირეწლოვანმა განმარტა, ის ეწინააღმდეგებოდა და ხელს უკან სწევდა, რომ არ უნდოდა დედისთვის სხეულზე დაერტყა დანა და არც დაურტყამს. ამის შემდეგ ვეფხომ ფეხებზე მოკიდა მის დედას და გაათრია აბაზანაში. იატაკი მოსვრილი იყო სისხლით. მცირეწლოვანმა განაცხადა, რომ ის და მისი ძმა ისევ ტიროდნენ, მათ ტირილზე კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. ამის შემდეგ ვეფხვომ გააღო ფანჯარა და გადახტა ფანჯრიდან"


მკვლელობის საქის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.
წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
07 сентябрь 0 170
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно