PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
რატომ უყურებენ ქალები პორნოს?

მასზე ლაპარაკი არ არის მიღებული; მის წინააღმდეგ ლამის სახელმწიფოს დონეზე იბრძვიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პორნოგრაფია იყო და რჩება ინტერნეტ-ქსელის ერთ-ერთ პოპულარულ ინდუსტრიად.
ყოველ ჩვენგანს ხომ პიკანტური შინაარსის ვიდეოს სანახავად თუნდაც ერთხელ დაუჭერია ღილაკისთვის ხელი. ჯანდაბას წესები და მოსაზრებები! მოდი, ღიად განვიხილოთ, რატომ უნდა ვუყუროთ პორნოს.
ცოტაოდენი სტატისტიკა
უკვე 2005 წელს, ComScore Media Metrix-ის მონაცემებით, პორნოსაიტების უნიკალური მნახველი გლობალური ქსელის საერთო მომხმარებლების 40%-ს შეადგენდა. ინტერნეტის ბოლო 7 წლის განვითარების ტემპის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გაიზარდა ეს ციფრი. და ალბათ ამ სტატისტიკის
ვარდნას არაფრით დაუშვებენ გიგანტი კორპორაციები, რომელთაც ამ ინდუსტრიით
ყოველწლიურად 12 მილიარდზე მეტი მოგება აქვთ.
ყველა საძიებო კითხვიდან 25% ასე თუ ისე პორნოგრაფიასთან არის დაკავშირებული და თუ გავიხსენებთ, იმისათვის, რომ ქსელში რაიმე გადმოტვირთო, რა პორნოგზის გავლა გიწევს, აშკარა გახდება, რომ ეს ინდუსტრია გვერდს მხოლოდ მათ უვლის, ვისაც არასოდეს არაფერი სმენია ინტერნეტზე.
სხვათა შორის, იგივე სტატისტიკის მიხედვით, პორნოსაიტის ყოველი მესამე სტუმარი – ქალია.
ამიტომაც იმის მტკიცება, რომ ჩვენს ცხოვრებაში პორნო არ არსებობს, უბრალოდ, უაზრობაა. იმის გარკვევას, კარგია ეს თუ ცუდი, ჩვენ დღეს შევეცდებით. ერთი კი აშკარაა: მასზე მოთხოვნის გარეშე პორნო, უბრალოდ, არ იარსებებდა. კითხვა ერთია – რატომ ვუყურებთ მას?
8 მიზეზი, რატომ ვუყურებთ პორნოს
ჩამოთვლილი ვარიანტებიდან არც ერთია გამოგონილი და არც მეორე – პორნოინდუსტრიის გამართლება. ეს არის ჰიპოთეზები, რომელსაც თავად ქალები სცემდნენ პასუხად კითხვაზე “რატომ უყურებთ/გიყურებიათ თუნდაც ერთხელ?” მაშ ასე, ყველაფერი ეს ძალზედ რეალურად გამოიყურება.
1.სექსუალური სურვილის დასაკმაყოფილებლად მაშინ, როცა გვერდით მამაკაცი არ არის
სექსუალური დაკმაყოფილება – ადამიანის ერთ-ერთი საბაზისო მოთხოვნილებაა. ამ მხრივ ქალის ჰარმონიულობა – ეს იგივეა, რაც ცხოვრებისეული სიამოვნება, ჰორმონალური სისტემის ჯანმრთელობა.
ნებისმიერი უსიამოვნება ამ სფეროში შესაძლოა გახდეს ცუდი ხასიათის, ნევროზის, სხვადასხვა ავადმყოფობის, გარეგნული მომხიბვლელობის დაკარგვის მიზეზი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ყველა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ დაუკმაყოფილებელი ქალი საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად იქცევა.
მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით სიჩუმეა და ქარიშხალი მოსალოდნელი არც კი არის? როგორ მივცეთ დაგროვილ სექსუალურ ენერგიას გამოსვლის საშუალება? ფროიდის მომხრეები მაშინვე სუბლიმაციას გაიხსენებენ და, რა თქმა უნდა, რაღაცაში მართლებიც იქნებიან. შეიძლება თავით გადაეშვათ შემოქმედებაში და ენერგია სხვა მხარეს მიმართოთ.
მაგრამ ეს მეთოდი ყველას არ ერგება, ან არ მოსწონს, ან ამის საშუალება საერთოდაც არ აქვს, და საერთოდაც, ხშირად მამაკაცის სიახლოვის სურვილი თვით შემოქმედებით პროცესზე ძლიერიც არის ხოლმე – და ყაყაჩოების პეიზაჟის მაგივრად უფრო და უფრო წინ იწევს მამაკაცის “ნიუ”. და ხელიც თავად აჭერს პორნორგოლის ღილაკს “Play“. სწორედ ეს აიძულებს თქვენს სექსუალურ ენერგიას, იპოვოს გამოსავალი და რაღაც დროით უკან იხევს აფორიაქება, მოუსვენრობა და გაღიზიანება.
2.განსაკუთრებული ღონისძიებისთვის განწყობის შესაქმნელად
ზოგიერთი გოგონა პორნოს იმისათვის უყურებს, რომ შეიქმნას მსუბუქი განწყობა მოსალოდნელი ღონისძიების წინ. ვიღაც კლუბში მიდის გარკვეული მიზნით, ვიღაც ქმარს ელის სახლში და განსაკუთრებულ საღამოს უმზადებს მას, ვიღაც მნიშვნელოვანი პაემნისთვის ემზადება. ასე რომ, სახლში მიღებული დოპინგი (აღგზნებულობა) ეხმარება მათ მღელვარების დაძლევაში და მთავარზე მობილიზებაში.
3.ახალი პოზების შესასწავლად
პარტნიორის ყოლის შემთხვევაშიც, ადამიანები პორნოს იმისათვის უყურებენ, რომ ახალი პოზები და ტექნიკა შეისწავლონ და განახორციელონ რეალურ სექსუალურ ცხოვრებაში. ამგვარად, პორნოგრაფია გამოიყენება, როგორც ვიდეოინდუსტრია სექსუალური განათლებისთვის.
4.ფანტაზიების რეალიზაცია
ისეც ხდება, რომ გარკვეული სურვილების სექსუალურ ცხოვრებაში განხორციელება რაღაც მიზეზების გამო არ გამოგვდის: გვრცხვენია ვუთხრათ, ქმარი არ გვთანხმდება და ასე შემდეგ… ეს ზოგიერთ ქალს პორნოგრაფიული ვიდეოს ყურებისკენ უბიძგებს, სადაც ამ ფანტაზიებს სხვა მაინც ახორციელებს.
5.მოძველებულ ურთიერთობაში სიახლის შეტანის მიზნით
დიდი ხნის ურთიერთობები დროთა განმავლობაში ხუნდება, სექსუალური ცხოვრება მოსაბეზრებელი ხდება და პოზის ან გარემოს შეცვლაც კი მხოლოდ ოდნავ ახალისებს მას. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი წყვილი პორნოვიდეოს უყურებს.
სხვისი სხეულის ყურებით წყვილი (ან მამაკაცი და ქალი ცალ-ცალკე) იღებს ახალ ემოციებს, ახალ შეგრძნებებს, რომელიც აძლევს საშუალებას, მიიღოს ახალი სექსუალური შეგრძნება და, რა თქმა უნდა, გაუზიაროს ის თავის პარტნიორს.
6.იმისათვის, რომ გამოააშკარავონ საკუთარი სექსუალური გადახრები 
ხანდახან სექსუალურ სფეროში ჩვენი სურვილები ჩვეულებრივს სცდება და თუ ადამიანი, რომლის სურვილებიც მეტია, ვიდრე სტანდარტული სქესობრივი ურთიერთობა, ეს დიდ პრობლემებს უქმნის არა მარტო მუდმივ პარტნიორთან სექსში, არამედ ზოგადად, ურთიერთობაში. ხანდახან სწორედ ეს ხდება პორნოს ყურების მიზეზი – სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას რაღაც გამოსავალი მაინც უნდა ჰქონდეს.
გარდა ამისა, თუ კარგად დავფიქრდებით, გადახრები თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს. მაგალითად, იგივე პორნოს ყურება. მოგწონთ? ხანდახან კი. ეს ხომ მეტი არაფერია, რაც სხვისი სქესობრივი ცხოვრებით ტკბობა.
7.მოსალოდნელი სექსის წინ აღგზნების მიზნით
ხშირად პორნოფილმის მაყურებლები არა მხოლოდ მარტოხელა პიროვნებები არიან, არამედ წყვილები, პრინციპში, ყველანაირი სექსუალური პრობლემის გარეშე. პორნოს ერთობლივი ყურება აღაგზნებს და შეგრძნებებს კიდევ უფრო აძლიერებს. ზოგიერთი პორნოფილმს საკუთარ სექსს უდებს ფონად. ამბობენ, ამგვარად აღგზნებადობა დიდხანს შენარჩუნდება და, შესაბამისად, სექსი უფრო დიდხანს გრძელდებაო.
8.ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად
ხანდახან ქალბატონები პორნოს სწორედ ასეთი, თითქოს წარმოუდგენელი მიზეზითაც კი უყურებენ. როგორც წესი, პორნორგოლები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ არსებობს ხარისხიანად გადაღებული ფილმებიც, გემოვნებით ჩაცმული (მანამ ჩაცმულები არიან) გმირები, საინტერესო სცენარი.
როგორც ხედავთ, არსებობს სხვადასხვა სიტუაცია: დავრწმუნდით, რომ პორნოფილმის ყურება ყოველთვის არ არის გარყვნილებასთან დაკავშირებული და ხშირად ის ადამიანი უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ვისაც დათრგუნული სექსუალური სურვილები აქვს, ვიდრე ის, რომელიც პორნოფილმს უყურებს. მთავარია, არ გადავარდეთ უკიდურესობაში: არ ჩარიოთ ეს საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაში, არ შეადაროთ თქვენი თავი და პარტნიორი პორნომსახიობებს და, რა თქმა უნდა, არ დაარღვიოთ კანონები, რომელიც პორნოგრაფიის სფეროს არეგულირებს.
ჩვენ არ გიბიძგებთ, უყუროთ პორნოს და არც გიკრძალავთ მის ყურებას. უბრალოდ, იმის მომხრენი ვართ, რომ უკეთ გესმოდეთ საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების, მათ შორის – სექსუალურისაც  скачать dle 12.1
loading...

loading...
07 сентябрь 0 316
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно