PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ყოველთვის ყველა სიტუაციიდან გამარჯვებული ვერ გამოხვალთ. ამას უნდა შეეგუოთ, თუმცა, სულ მცირე ხანში გამარჯვებას მაინც მიაღწევთ. ყურადღება მიაქციეთ გადასახადებსა და მემკვიდრეობის საკითხებს. 

კურო
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, მოაგვარეთ უკვე დაწყებულები. დღეს საკუთარი თავის ნაცვლად სხვებზე მოგიწევთ ზრუნვა. 

ტყუპი
დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. მოაწესრიგეთ საბუთები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 

კირჩხიბი
კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. ახალ პროექტებსა და იდეებზე სამუშაოდ. 

ლომი
გადაღლილობის გამო ზედმეტად გაღიზიანებული ხართ. შეძლებისდაგვარად გაერიდეთ არსებულ სიტუაციას და დაისვენეთ. ან შეამცირეთ შეხვედრები და გამოიძინეთ. 

ქალწული
თანამოაზრეების დახმარებით რთულ საქმეებსაც კი ადვილად მოაგვარებთ. თავად კი სუსტებსა და გაჭირვებულებს უნდა დაეხმაროთ. 

სასწორი
დღე ფინანსებთანაა დაკავშირებული. მოსალოდნელია მსხვილი შენაძენი. შეიძლება ახალი სამუშაო შემოგთავაზონ ან ახლობლები დაგეხმარონ მატერიალურად. 

მორიელი
დღეს ადვილად მიიღებთ იმასაც, რაც ადრე რთულად შესასრულებელი გეჩვენებოდათ. აგრეთვე, მოიპოვებთ გარშემო მყოფთა პატივისცემასა და დაფასებას. 

მშვილდოსანი
დამოუკიდებლად იმოქმედეთ და ეცადეთ, საკუთარ საქმეებში ნაკლები ხალხი ჩაახედოთ. მარტივად მოაგვარებთ ფინანსურ, ოჯახურ და საგადასახადო საკითხებს. 

თხის რქა
რთულ სიტუაციაში დახმარებას სოლიდური ორგანიზაცია ან გავლენიანი ადამიანი გაგიწევთ. დღეს ისეთი ადამიანი შეგახსენებთ თავს, რომელიც დავიწყებულიც კი გყავდათ. 

მერწყული
ახალი პროექტები სანდო ადამიანებთან ერთად განახორციელეთ. უმჯობესია, დახმარებისთვის ნათესავებს მიმართოთ. 

თევზები
კარგი დღეა უცხოელ კოლეგებთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვისთვის. გაუმართლებთ ტურისტულ, მუსიკალ და სასტუმროს სფეროში მომუშავე თევზებს. скачать dle 12.1

09 сентябрь 0 1 326
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно