PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
9 ყველაზე მდიდარი ქართველი ბიზნესვუმენი

"ბიზნესი მაღალ ქუსლებზე" - ზოგჯერ ასეც უწოდებენ საქმოსან ქალბატონებს. ჩვენ ვცადეთ, ყველაზე მდიდარი ქართველი "ბიზნესვუმენების" რეიტინგი შეგვედგინა. რა თქმა უნდა, ძნელია, ზუსტად დაადგინო, რა ქონება აქვთ უმდიდრეს ქართველ ქალებს, თუმცა, მათი ბიზნესწილებისა და საქმიანობის შეფასებით შთამბე­ჭდავ სურათს ვიღებთ.
ქეთი მელუა
ქართველ მომღერალ ქეთი მელუას რამდენიმე წელია, მსოფლიოში ცნობილ მდიდარ ბრიტანელ­ებს შორის მოიხსენიებენ. სხვადასხვა შეფასებით, შოუბიზნესის ვარსკვლავის ქონება 12 მილიონი ფუნტია, რაც, ძირითადად, მილიონობით გაყიდული ალბომისა და შემოსავ­ლიანი გასტროლების შედეგია. 2006 წლის 2 ოქტომბერს ქეთი მელუა გინესის­ რეკორდების წიგნში შეიყვანეს ზღვის დონ­იდან 
...ყველაზე ღრმა წერტილში კონცერტ­ის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა ბენდმა­ ჩრდილოეთის ზღვაში, 303 მეტრ სიღრმეზე, გაზის ჭაბურღილის შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი გამართეს.

ქეთა თოფურია
რა სიმდიდრის პატრონია, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ქეთა რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მომღერალია. თოფურია აცხადებს, რომ საოცნებო სახლი მოსკოვის ცენტრში­ და ძვირად ღირებული საოცნებო­ მანქანა საკუთარი შრომით შეიძინა. ქეთამ მომავალი მეუღლე, ებრაელი ბიზნესმ­ენი ლევ გეიხმანი­ თვითმფრინავში გაიცნო. გავ­რცელებული ინფორმაციით, გეიხმანს ნავ­თობის ბიზნესი აქვს და სურს, ბიზნესსაქმიანობაში ქეთაც ჩართოს.

ელა იაკობაშვილი
ცნობილი ბიზნესმენისა და ინვესტორის, დავით იაკობაშვილის მეუღლეს - ელა იაკობაშვილს რამდენიმე ასეული მილიონი დო­ლარის ღირებულების ქონება აქვს. ელა პარიზში ცხო­ვ­რობს. ევროპაში მულტიმილიონერ­ დავით­ იაკობაშვილს უძრავი ქონების ბიზნესი აქვს, რომლის მნიშვნელოვან წილს მეუღლე­ განკარგავს. მათ ერთმანეთი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიცნეს, როცა დავით იაკობაშვილი პარტნიორებთან ერთ­ად სილამაზის სალონ "ჟენშენს" ხსნიდა. მაშინ ელამ მასთან მდივნად დაიწყო მუშაობა...

ნინო ვასაძე
ის უკრაინის საავტომობილო ბიზნესის ლიდერის - "უკრავტოს" მფლობელ ტარიელ ვასაძის ქალიშვილია. ტარიელი მსხვ­ილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი­ და სერვისული მომსახურების მიმწოდებელია უკრაინაში. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებში ავტომობილების მთავარი ექსპორტიორია. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიც­იალური დილერია. ტარიელ ვასაძის ქალ­იშვილს ახალგაზრდა ბიზნესლედის უწოდებენ. ის კომპანია "ავტოკაპიტალის" (უკრაინაში "მერსედეს-ბენცის" წარმომადგენლობა) ფინანსური დირექტორია და "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოსაც უდგას სათავეში. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ შეკრებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნ­ალმა "კორესპონდენტმა" რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის­ ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში.  განაგრძეთ  კითხვაскачать dle 12.1

10 сентябрь 0 1 658
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно