PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე შეღებილი თმის ან თამამი ჩაცმულობის გამო გაკვეთილზე არ დაუშვას - სამინისტროს პასუხი

ბევრჯერ გვსმენია, რომ პედაგოგების ნაწილი მოსწავლეებს სკოლისთვის შეუფერებული სამოსის გამო საყვედურობს და ხშირად, გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც არ აძლევს. 
Mshoblebi.ge დაინტერესდა, რა ითვლება სკოლისთვის შეუფერებლად, ვინ ადგენს ამ კრიტერიუმებს და აქვს თუ არა დირექციას უფლება, მოსწავლე გაკვეთილზე არ დაუშვას შეღებილი თმის ან დახეული ჯინსების ტარების გამო, რა პასუხიმგებლობა ეკისრება სკოლას, როცა მოსწავლეს გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგი საკლასო ოთახში არ უშვებს. ამ კითხვებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ მოსწავლის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დირექტორიც უნდა ჩაერიოს:
„გაცნობებთ,
რომ არსებობს მოსწავლის ქცევის კოდექსი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მოსწავლეს დისციპლინური სახდელი შეიძლება დაეკისროს. დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს: 
1. სიტყვიერი შენიშვნა;
2. საყვედური (წერილობით ფორმით);
3. სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში - გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების შემდგომ);
4. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 1-იდან 5 დღემდე ვადით;
5. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით;
6. გაკვეთილიდან გაძევება; 7. ზარალის ანაზღაურების დაკისრება;
7. სასკოლო კლუბებში, წრეებში, სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის პრივილეგიის ჩამორთმევა და უკიდურეს შემთხვევაში
8. ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა.

დისციპლინური სახდელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დისციპლინურ გადაცდომას ჰქონდა ადგილი.
გაკვეთილის ჩაშლის მცდელობისთვის მოსწავლე საგნის მასწავლებლის მიერ იგზავნება დირექტორთან, რომელსაც შეუძლია მოსწავლე გაკვეთილიდან დაითხოვოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნილი მოსწავლე აუცილებლად უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ. მას ზედამხედველობა უნდა გაუწოს ბიბლიოთეკარმა ან მორიგე მასწავლებელმა. მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნის შემთხვევაში, აუცილებელია დირექტორი იყოს საქმის კურსში“, - აცხადებენ სამინისტროში. კითხვის გაგრძელება და ვიდეოს ნახვა...
скачать dle 12.1
loading...

loading...
21 сентябрь 0 668
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно