PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
„შემიყვანეს მერე ცალკე ოთახში და მითხრეს გაიხადეო…”
ინტერმეტმომხმარებელი თინა ბედიანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს 16.40 წთ ზე ჩამოვფრინდი თბილისის აეროპორტში. როგორც კი საპასპორტო გამოვიარე, ქვევით გამაჩერეს ვიღაც ტიპებმა. მკითხეს, საიდან ჩამოვფრინდი. ვუთხარი გოადან თქო. წამობრძანდით უნდა შეგამოწმოთო. შემიყვანეს, გამჩხრიკეს, ამომილაგეს ხელჩანთა, გადაჩხრიკეს ყველაფერი. კითხვაზე რის საფუძველზე მამოწმებთ , მიპასუხეს: შერჩევითი პრინციპის საფუძველზეო. მაინც ვერ მივხვდი რა შემთხვევის (?!) ვდგავარ დაბნეული რადგან ჩემს გარდა არცერთი ჩემი რეისის მგზავრი არ შეუმოწმებიათ. თან არცერთხელ არ მქონია მსგავსი შემთხვევა და არც ვიცი როგორ მოვიქცე. ჩანთებში რომ ვერფერი ვერ ნახეს, შემიყვანეს, რაღაც სკანერი გადამიღეს, მერე იქედანაც გამომიშვეს. ისევ ვეკითხები რატომ მამოწმებთ თქო “ისეო”. შემიყვანეს მერე ცალკე ოთახში, გამომაყოლეს ორი გოგო რომლებმაც მითხრეს გაიხადეო.

მაიძულეს გამეხადა. ბოლომდე გამაშიშვლეს, შეამოწმეს ტანსაცმელი მერე ისევ მეკითხებიან რამე ხო არგაქო. მეთქი ათასჯერ გამჩხრიკეთ ან რას ეძებთ ან აქ რატო ვარ თქო. პასუხი ისევ არავის არ აქვს. ისევ ჩხრიკავენ ჩანთებს თავიდან, მისმევენ უაზრო კითხვებს: როგორი ამინდია, გოაზე რას აკეთებდი, რა მიზნით იყავი და ა.შ. ბოლოს გამომიშვეს.


რატომ ვყვები ამ ყველაფერს. ჩამოვედი დასვენებული, ბედნიერი, ვუღიმი, ვესალმები ყველას. ესენი კიდე მაჩერებენ, მიმათრევენ სადღაც, მჩკხრიკავენ და მაშიშვლებენ “შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე” ..!!!! ხოდა მოგიტყანთ შერჩევითი სისტემა და მთლიანი სისტემა! თქვენ ხართ ღირსები მთელი ცხოვრება ყველამ გაგინოთ გლანძღოთ და გამარჯობას მაგივრად დედის ტრაკი გაგინოთ. უკვე კეთილგანწყობილი და თავაზიანი გამარჯობისაც გიკვირთ ისე ხართ მიჩვეული დაჯმას.
რა ვთქვი ახალი. ახალი არაფერი, უბრალოდ არაფერი გეშველებათ. სულ ესაა.“
скачать dle 12.1
loading...

loading...
21 сентябрь 0 759
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно