PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...

loading...
5 ადგილი დედამიწაზე, სადაც გრავიტაცია არ არსებობს (ვიდეო)
ალბათ, შეგინიშნავთ, ნუნების მოჭრიდან რამდენიმე დღეში კანი ფრჩხილების გარშემო კვლავ იზრდება და ცუდი შესახედიცაა. ეს იმიტომ, რომ ნუნები ძალიან სწრაფად ახდენს რეგენერაციას. 
დღეს წარმოიდგინეთ რამდენიმე საშუალებას, ნუნების მოჭრა რომ სულ უფრო იშვიათად დაგჭირდეთ.
  • პირველი ნაბიჯი - რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ჩვეულებრივ მოიჭერით ნუნები.
    SHARE
  • მეორე დღეს დაიწყეთ ფრჩხილების სწორი მოვლა. თითები დაილბეთ თბილ წყალში. მოიმარჯვეთ ხის ჯოხი, მიიტანეთ ნუნებთან და ნელი მოძრაობით ჩაწიეთ ნუნები. ეს პროცედურა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი ფრჩხილზე ნუნები საერთოდ არ ჩანს. ეს ნუნებს სწრაფად გაზრდის საშუალებას არ მისცემს. ხოლო როდესაც გაიზრდება (და ეს გარდაუვალია), მას კი არ მოიჭრით, არამედ მსუბუქი მოძრაობით, ხის ჯოხით გაიწმენდთ. ამგვარი მანიპულაციები ფრჩხილის გვერდითა მხრიდან უნდა დაიწყოთ და სასურველია, ყოველდღიურად შეასრულოთ.
    SHARE
  • ისარგებლეთ ზეთით. ნუნების ზეთი ამ პერიოდში თქვენი მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს. ნუნებისთვის აუცილებელია დამუშავება დღე-ღამეში რამდენჯერმე და თითებით მცირედი მასაჟიც. გარდა იმისა, რომ ამგვარად ნუნებს არბილებთ, ასევე, უმჯობესდება თითებში სისხლის მიმოქცევა, რაც ფრჩხილის სწრაფ გაზრდას უზრუნველყოფს.
    SHARE
  • მოიმარჯვეთ მსუბუქი ქლიბი. იმისთვის, რომ ფრჩხილების გარშემო კანი არ გაგიუხეშდეთ, აუცილებელია მსუბუქი ქლიბის მოხმარება. გაითვალისწინეთ, რომ მსუბუქი ქლიბი გამოიყენება მშრალ ხელზე. ყოველი თითი სათითაოდ უნდა დაიმუშაოთ აკურატულად, ისე, რომ ფრჩხილებს არ შეეხოთ. ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ პირველ სასიამოვნო შედეგს დაინახავთ - ფრჩხილების გარშემო უხეში კანის მოჭრა აღარ დაგჭირდებათ.
    SHARE
  • თუკი მოცემულ ინსტრუქციას რამდენიმე ხნის განმავლობაში შეასრულებთ, ნუნები შედარებით გათხელდება, დარბილდება და დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრება. მთავარი ამ დროს თქვენი მოთმინების უნარი და დისციპლინაა. ამ უნარების გარეშე, მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. დაიმახსოვრეთ, ყოველდღიურად გაისუფთავეთ ნუნები ხის ჯოხით, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ ნახავთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სულ რაღაც 1 თვეში ნუნების მოჭრას საერთოდ დაივიწყებთ და თქვენი თითები მოვლილი და ლამაზი იქნება.
    SHARE
წყარო скачать dle 12.1
loading...

loading...
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно