» » ქრისტინე იმედაძის სევდიანი დაბადების დღე ნახეთ რას წერს მომღერალი

ქრისტინე იმედაძის სევდიანი დაბადების დღე ნახეთ რას წერს მომღერალი

30 март 2019, Суббота
225
0

ქრისტინე იმედაძე მეგობრის მამას, ერეკლე ბადურაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეთხოვა.

როგორც მომღერალი წერს, ერეკლე ბადურაშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც მისი შესაძლებლობების სჯეროდა და კინოში გადაღება შესთავაზა.


ქრისტინე წერს:


„საკმაოდ დიდი გოგო ვარ და ვფიქრობდი, რომ ყველანაირი დაბადების დღე მქონია… მეჯლისი გამიმართავს კოსტიუმირებული, ჩემს საყვარელ ქალაქებშიც შევხვედრილვარ ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად, სახლში, ვიწრო წრეშიც, დიდ სახლში, ფართო წრეშიც, სევდიანი დაბადების დღეც მქონია… მერე რა?..


ყველაფერი ხდება ცხოვრებაში…


დაუნდობელია ეს ცხოვრება…


რაც მეტ დაბადების დღეს ითვლის, მით უფრო მეტი ადამიანი აკლდება “ზეიმს”, როგორიც არ უნდა იყოს ის… (ზეიმი)


წელს ზეიმი არ დამიგეგმავს, თუმცა ზეიმზე მეტი იყო ის, რაც დავგეგმე ჩემს უსაყვარლეს მეგობრებთან ერთად… უფრო დიდი ზეიმი წინ გვქონდა. როცა დავბრუნდებოდით….


მე და ნინი…


– შენ და ნინი უნდა გადაგიღოთ ფილმში!


ეს ფრაზა რამდენი წელი ვისმინე, ხუმრობის საგნადაც იქცა.


თითქმის სამწლიანი მზადების, ნერვიულობის და ნაშრომის შედეგის ხილვამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი…


ბავშვობის ოცნების ასრულებამდე სულ ცოტა დრო… Erekle Badurashvili ერეკლიკო, შენ თვითონ მომიფიქრე, ეს ოცნება ჩემით არ დამიწყია… როგორ იბრძოდი ეს წლები ამ ოცნებისთვის… ყველა დეტალი აქ როგორ დავტიო?..


რამდენჯერ კინაღამ დავნებდი და შენ როგორ არ მოისვენე, სანამ არ გამაკეთებინე… სწორედ ამიტომ ამხელა პასუხისმგებლობა მე ჯერ არავისთვის მომიკრებია, ასეთი დამჯერი მე ჯერ არასდროს ვყოფილვარ…. შენი მჯერა და იმიტომ… ახლა კი ვხვდები ასე მწარედ რატომ იბრძოდი, ეს როლი რომ ჩემი ყოფილიყო, ბავშვობის დანაპირების ასრულება უნდა მოგესწრო თურმე, მაგრამ შენ რა იცოდი? რა იცოდი, რომ მოსასწრებია? ამდენი წინააღმდეგობა რომ შეგვხვდა – სხვა დროს გადამიღებ, ახლა იყოს ასე- ამას რომ გეუბნებოდი, რატომ მწარდებოდი ასე თურმე… სხვა დრო არ იქნებაო, რატომ დაიჩემე?!


ამდენი ქება ჩემთვის ჯერ არავის გაუმეტებია… მეგონა, უბრალოდ მამხნევებდი.


ახლა ვდგავარ და უშენოდ, სხვებისგან ვისმენ. რამდენისთვის მოგიყოლია ჩემი კარგობა… თურმე მართლა მაქებდი…


ნეტა რა გადამიღე ? რა ვქენი ამისთანა? რით დავიმსახურე? გული არ მითმენს. გავიგო და აქვე გული მეხლიჩება. უშენოდ როგორ ვიხილო…


მე არ მინახავს. დიდი რეჟისორები მსახიობებთან როგორ მუშაობენ მაგრამ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ვიცი უკვე….


ორი სცენა დამრჩა ერეკლიკო…


მივალ გადაღებაზე, მახსოვს, როგორც გინდოდა და გავაკეთებ…


წელს არ მომილოცე დაბადების დღე და ძალიან მეწყინა… ასე დიდი ხანია არაფერი მწყენია…


ჰოდა, დავბრუნდი და მე თვითონ მოვედი შენს სახლში.


მე შენი შვილი ავირჩიე საუკეთესო მეგობრად თუ ერთმანეთი ავირჩიეთ, არ ვიცი…. ბევრი წლის წინ მოხდა ეს…


მაშინ არ ვიცოდით, რომ ამდენს გადავიტანდით ერთად…. 2019 წლის 26 მარტს,რომ მის გარეშე არ გავატარებდი, მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ 25 -ში რისი მომსწრეც გავხდი, ამას ვერასდროს ვერ და არ წარმოვიდგენდი!


ამ დღეს ასე შორს შენგან ჩემ გამო იყო… მაპატიე ეს ,…


მე არ ვიცი კარგი მეგობრობის საზღვარი სად იწყება და სად სრულდება… არც ის ვიცი, მე როგორ გამომდის… შენგან ვიცი, რომ ნინისთვის კარგი მეგობარი ვარ და ამაშიც გენდობი… ამაშიც უზენაეს პასუხისმგებლობას გპირდები სიცოცხლის ბოლომდე…


ირმას არასდროს ჩემთვის არ უთქვამს და გუშინ შემთხვევით მოვისმინე, ლალის რაც მოუყვა… შენი ნათქვამი ჩემს ადამიანობაზე, მე და ნინის მეგობრობაზე… მადლობა, რომ ასე მაკვირდებოდი, რომ ასე ჩაწვდი ჩემს სამყაროს…. მადლობა, რომ ასე გიყვარდი, ასე მენდობოდი და მანდობდი შენს უსაყვარლეს გოგოს.


ჩემი ნინი,ჩემი ელენიკო,ჩემი ნინი, ჩემი ელენიკო… ხო, ხო, შენი ნინი და შენი ელენიკო… ჩემიც ერეკლიკო, ჩემიც …
ასე შორს შენგან ჩემ გამო იყო, მაპატიე ეს….


დაბადების დღის მოლოცვისთვის მადლობა მინდოდა დამეწერა მეგობრებო….


სულ სხვანირი იქნებოდა ეს პოსტი …


სევდიანი დაბადების დღეც მქონია… მერე?… თქვენ ხომ ეს არ გაგიგიათ… მომიტევეთ, ეს სევდიანი მადლობა სხვაგვარად არ გამომივიდა …


Nini Badurashvili მადლობა, რომ ჩემი მეგობარი ხარ,მეგობარზე მეტი …


არ მიწყინო ეს წერილი, შენ იც,ი რომ სახალხოდ ასე არ მჩვევია…მაგრამ სხვაგვარად მართლა არ გამომივიდა…“скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან