» » ვინ არიან პეკინზე შეიარაღებული ყაჩაღობისთვის დაკავებული მამა-შვილი

ვინ არიან პეკინზე შეიარაღებული ყაჩაღობისთვის დაკავებული მამა-შვილი

21 март 2019, Четверг
544
0

თბილისში, პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და ადგილზე სროლაც განახორციელეს.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები მამა-შვილი 30 წლის გუჯა შაიშმელაშვილი და 54 წლის გოჩა შაიშმელაშვილი არიან.



მამა-შვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.



მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან