» » დედამთილმა შამპუნის ბოთლში მაიონეზი ჩამისხა შემდეგ კი ,,

დედამთილმა შამპუნის ბოთლში მაიონეზი ჩამისხა შემდეგ კი ,,

31 март 2019, Воскресенье
409
0

გეგას ცოლად რომ გავყვევი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ქორწილის გადახდაზე უარი ვთქვით და სამოგზაუროდ წავედით. ქუჩაში ხალხს რომ ვუყურებდი, მეცოდებოდნენ, რადგან თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა და ასე გაგრძელდა ორი კვირა, სანამ ქმართან ერთად მადრიდის ქუჩებში დავსეირნობდი. 

საქორწინო მოგზაურობიდან ოთხ საათზე ჩამოვედით. სახლში მისულებს დედამთილმა სტუმრები დაგვახვედრა და იმ ღამეს დივანზე დავიძინეთ. ოთახში ჩვენ გარდა ექვს კაცს ეძინა. მეორე დღეს იგივე გამეროდა. მოგვიანებით გავიგე, რომ დედამთილის ნათესავები ერთ კვირას გვსტუმრობდნენ. 

ერთი კვირა როგორღაც გადავაგორეთ, მაგრამ ჯოჯოხეთი 
ამით არ დამთავრებულა. დედამთილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ჭკუიდან გადავეყვანე. ხან ვითომ შემთხვევით საძინებელში შემოგვივარდებოდა, ხანაც საჭმელში ბევრ მარილს ყრიდა, რომ იმ ღამეს მშივრებს დაგვეძინა. მამამთილი ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ამხელა კაცი ისე ჰყავდა დამონებული, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. 

მოგვიანებით მივხვდი, ჩემს მაზლს რატომ დაენგრა ოჯახი და სამუდამოდ გერმანიაში რატომ გადაიხვეწა. ერთხელ გეგა მივლინებით თურქეთში გაგზავნეს და ამ ალქაჯთან მარტო დავრჩი. 

ახლა ვნანობ, ნეტა დედაჩემთან წავსულიყავი. დილას აბაზანაში თავის დასაბანად შევედი, თან სამსახურში მაგვიანდებოდა. თმაზე შამპუნი რომ წავისვი, არ აქაფდა. თავიდან ვერ მიხვდი, რა მოხდა, მაგრამ ხელები უცნაურად გამეწება და სუნზე მივხვდი რომ ყუთში მაიონეზი ესხა. 

იმ დღეს სამსახურში არ წავედი, მაგრამ ბარგი ჩავალაგე და მშობლებთან დავბრუნდი. გეგა ვერ იჯერებს მომხდარს, მაგრამ სახლიდან არ წამოსულა. თუმცა ჩემი მიტოვებაც არ უნდა და ხშირად მაკითხავს.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან