PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
თქვენი ხასიათი ტუჩების ფორმის მიხედვით

დიდი პირი - დიდი პირის მქონე ადამიანები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ შეგრძნებებს. მათთვის აუცილებელია ყველაფრისგან სიამოვნების მიღება. ასეთი ადამიანები კონტაქტურები, მეგობრულები, მგრძნობიარეები და ყურადღებიანები არიან. 
არ შეუძლიათ ემოციის დაფარვა. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამისთვის ბევრს საუბრობენ, თუმცა ზედმეტს არაფერს იტყვიან, ყველაფერს მიზნის მისაღწევად აკეთებენ.
...პატარა პირი - ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ჩაკეტილები არიან, არ უყვართ საკუთარი გრძნობების, მოთხოვნილებებისა თუ ემოციების აფიშირება. ურჩევნიათ ისინი საკუთარ თავში ჩაიკლან ან ძალიან მოზომილად გამოამჟღავნონ.
მათთვის დამახასიათებელია სიმკაცრე და დისციპლინა, არიან ეჭვიანები. შესაძლოა, მათი ასეთი ჩაკეტილობა და კომპლექსი ბავშვობიდან მოდის და რაღაც შემთხვევამ იმოქმედა, თუმცა ფაქტია, რომ ასეთები არიან. სანამ რამეს იტყვიან, ძალიან ბევრს ფიქრობენ. აქვთ თავიანთი სამყარო და ამასთან, ძალიან მდიდარი. რაც უფრო მეტად ენდობიან ადამიანს, მით მეტად იხსნებიან მასთან.


პატარა პირი და წვრილი ტუჩები
- ასეთი ადამიანები ნაკლებად მგრძნობიარეები არიან. ნაკლებად აქვთ ემოციურობა და შინაგანი სითბო. ისინი ცივები და ჩაკეტილები ჩანან. ხშირ შემთხვევაში, მთელ სამყაროზე არიან გაბრაზებულნი. არ არიან მიმნდობნი. არიან კრიტიკულები და მომთხოვნები არა მხოლოდ საკუთარი
თავის, არამედ გარშემომყოფების მიმართაც.მათთვის ძნელია მოდუნება, პატიება (საკუთარი თავისაც კი) და ცხოვრებით ტკბობა. თუკი მოეშვებიან, ცოტას გამხიარულდებიან და შეეცდებიან, მხოლოდ უარყოფითი არ დაინახონ, მაშინ შეძლებენ საკუთარი ცხოვრების შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებათ გულწრფელი ურთიერთობები.

სქელი ტუჩები
- ასეთი ტუჩების მქონე ადამიანები გურმანები და მგრძნობიარეები არიან. დიდ როლს ანიჭებენ ფიზიკურ ურთიერთობას. ყველაფრისგან სიამოვნება უნდა მიიღონ და ამას მაქსიმალურად ახერხებენ.

ამობურცული ტუჩები
- ასეთი ადამიანები ინფანტილურები და წუნიები არიან. ადვილად შეიძლება მოექცნენ სხვისი გავლენის ქვეშ – ეს შეიძლება იყოს ნათესავი, მეგობარი ან, უბრალოდ, ახლობელი.

ძალიან წვრილი და სწორი ტუჩების
მქონე ადამიანები დამოუკიდებლები და მიზანდასახულები არიან. მიზნის მისაღწევად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. არ ერიდებიან რისკზე წასვლასაც. ყველაფერთან ერთად, არიან ობიექტურები და ცდილობენ, უსამართლოდ არაფერს მოეკიდონ.

ტუჩები ჩამოწეული კუთხეებით
- ასეთ ადამიანებს აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ძალიან თვითკრიტიკულები არიან. პესიმიზმი მათში დიდი დოზით არის. ხშირად აკრიტიკებენ სხვას, რათა ოდნავ მათზე მაღლა წარმოიდგინონ თავი. ჰგონიათ, რომ არაფერი კარგი მათში არ არის. იმისთვის, რომ სხვანაირად შეხედონ სიტუაციას, საკუთარი თავი უნდა შეიყვარონ და გარშემომყოფების მიმართაც შეცვალონ დამოკიდებულება.
მათ სიყვარული და სითბო აკლიათ. აუცილებელია გვერდით ჰყავდეთ ადამიანი, რომელსაც ეყვარება და რომელიც სტიმულს მისცემს.

ტუჩები აწეული კუთხეებით
- ასეთი ადამიანები სიცოცხლისმოყვარულები არიან. უყვართ მხიარულება და გარშემომყოფები. მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.
ასე რომ, ტუჩებს განსხვავებულად საუბარი შეუძლიათ, თუნდაც სულ არ იმოძრაონ. წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
16 май 0 1 901
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно