» » ნახეთ რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 29 წლის გოგო დაიღუპა

ნახეთ რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 29 წლის გოგო დაიღუპა

22 март 2019, Пятница
939
0

ახლობლები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ და სამართალდამცველებისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გუშინ კლინიკა „მედცენტრში” გარდაიცვალა, თუმცა ერთი დღით ადრე რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, საიდანაც ექიმებმა სახლში მალევე გაწერეს.

კლინიკა „მედცენტრში” ამბობენ, რომ პაციენტი მათთან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს

„18 მარტს პაციენტი საერთო სისუსტით და მუცლის არეში ტკივილებით შემოვიდა. ავადმყოფის გადმოცემით, აღნიშნული ჩივილები ხუთი დღით ადრე დაეწყო. პაციენტს „მედცენტრში” შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდა. ასევე ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა – მწვავე აპენდიციტი პერფორაციითა და პერიტონიტით. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი გადიოდა შესაბამის ინტენსიურ მკურნალობას, ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა დინამიკაში და 21 მარტს გარდაიცვალა. გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობის გამო, სეპტიური შოკის ფონზე”, – განაცხადეს კლინიკა „მედცენტრში”.

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში კი თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან