» » ” ცხელ წყალში ჩასვითო და უარესი დამართეს. რომ არ გაუარა წავიყვანეთ ონკოლოგიურში, მითხრეს, შენი შვილი აღარ არის უკვეო, მთელი ორგანიზმი დაწამლული აქვსო…”

” ცხელ წყალში ჩასვითო და უარესი დამართეს. რომ არ გაუარა წავიყვანეთ ონკოლოგიურში, მითხრეს, შენი შვილი აღარ არის უკვეო, მთელი ორგანიზმი დაწამლული აქვსო…”

22 март 2019, Пятница
1 844
0

ტრაგედია ბათუმში – 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის დედის, ნარგიზ ქათამაძის განცხადებით, მისი შვილი მუცლის ტკივილებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექოსკოპია გადაუღეს.

თუმცა დედა აცხადებს, რომ ექიმები ვერ მიხვდნენ ტკივილების მიზეზს და სხვა დანიშნულებები მისცეს. სამი დღის შემდეგ კი, დედის თქმით, სახლში გაწერეს, რის შემდეგაც ახალგაზრდის მდგომარეობა გართულდა.

პაციენტი მოგვიანებით მწვავე ტკივილებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ ბრმა ნაწლავი იყო გახეთქილი, რამაც სეფსისი განავითარა და შეუძლებელი იყო გადარჩენა.

ოჯახის წევრები ექიმების უპასუხისმგებლობაზე და არაპროფესონალიზმზე საუბრობენ. ისინი რეფერალური საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

„ხუთზე მისული ცხრამდე ყურადღება არ მომაქცია არავინ. ექიმს ეძინა ალბათ და ალბათ ვერ გააღვიძეს… მარტო 12 გადასხმა გაუკეთეს და გამატანეს მეორე დღეს გამატანეს შუადღით. ცხელ წყალში ჩასვითო და უარესი დამართეს. დილამდე ველოდეთ და რომ არ გაუარა წავიყვანეთ ონკოლოგიურში. მითხრეს, შენი შვილი აღარ არის უკვეო, მთელი ორგანიზმი დაწამლული აქვს, სამი დღეა გამსკდარია ამის ბრმა ნაწლავიო,“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.

ოჯახის ბრალდებებს არ იზიარებენ საავადმყოფოში და ამბობენ, რომ პაციენტი რამდენიმე ექიმმა გასინჯა.

„მეორე დღესვე მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი დამაკმაყოფილებელ პირობებში სამედიცინო რეკომენდაციებით გაეწერა ბინაზე. ხელთ გაიცა ფორმა 100, სადაც მითითებული არის ის რეკომენდაციები და იმ კონსულტაციების აუცილებლობა, რომელიც პაციენტს მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა. დიაგნოზი – მწვავე მუცელი, ჩვენს კლინიკაში დაფიქსირებული არ ყოფილა,“ – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.скачать dle 12.1
რეკლამა:
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან